კითხვა ვეტერინარს - კატები
დამატებულია : 20-08-2015
კითხვა: მოგესალმებით, მადლობა იმისთვის რომ ეს გვერდი არსებობს და თქვენ საშუალებას გვაძლევთ კითხვა დავსვათ, მე მყავს პატარა 2-3 თვის კნუტი, ხვადი, ახლახანს მაჩუქეს, მხოლოდ ჭიის წამალი აქვს დალეული, ერთი კვირაა აცემინებს და ცხვირიდან ცემინებისას აფრქვევს შესქელებულ, მოყვითალო რაღაცას, როგორც ადამიანი გრიპისას, ცხვირი გამოვსებული აქვს, რა შეიძლება ვუშველო, რით ავცრათ? მადლობა წინასწარ
პასუხი: სავრაუდოდ ეს შეიძლება იყოს პარაგრიპი. სასწრაფოდ ანახეთ ვეტერინარს, რადგან შეიძლება დასჭირდეს ჩარევა ანტიბიოტიკებით.
სხვა კატებისგან მოახდინეთ მისი დროებითი იზოლირება.
კატეგორიები - კატები
სხვა კითხვები
მოგესალმებით. მაქვს პრობლემა რომელსაც მესამე კვირაა ვერაფერი მოვუხერხე, თქვენი იმედიღა მაქვს. მყავს 9 თვის დედალი შავი კატა, ბავშვობიდან დიდი სიყვარულით არ გამოირჩეოდა, იყო აგრესიული არ იცოდა მოფერება, მაგრამ ეხლა ოცი დღის წინ მოვიყვანე მამალი, ასევე შავი კატა,დაახლოეიბთ 5-6 თვის, ამის შემდეგ რადიკალურად შიეცვალა,იმასთან შედარებით რაც იყო. საკმარისია ხელის ერთი დადება და გაგლეჯავს ყველაფერს, იფხაჭნება საშინლად, არ გვეკარება ახლოს, პატარას სადაც დაინახავს ცემს, ფხაჭნის, ურტყავს, აგორავებს, მოკლედ არ ახარებს)) ჩუმ ჩუმად დავაპარებთ და ისე ვაჭმევთ. სასწრაფოს მესაჭიროება რჩევა ან დახმარება რომლითაც შევძლებ ამ პრობლემის დაძლევას. დიდი მადლობა. პ.ს. არ მინდა არც ერთის გაშვება )))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?