კითხვა: გამარჯობათ, მინდა შევიძინო ამერიკული პიტ ბული და მაინტერესებს ვისაც ეს ჯიში ჰყავს ამტკიცებს რომ მისი აგრესიულობა მითია და ყველაფერი აღზრდაზეა დამოკიდებული ხოლო ზოგს ვისაც ასევე ჰყოლია ეს ჯიში მეუბნება რომ აღზრდა აღზრდაა მაგრამ გენი თავისას შვება და როდის რაა გადაუბრუნდება არავინ იცისო. მაინტერესებს თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით მართლა ძალიან მინდა თან ვერ ვბედავ ესეთი არაპროგნოზირებადობის გამო რომ როდის რა გადაუტრიალდება : მადლობა წინასწარ
პასუხი:
გამარჯობა, ყველა ძაღლის ხასიათი და ბუნება ინდივიდუალურია, იქნება ეს ჯიშიანი , თუ - უჯიშო. დიდწილად ყველაფერი სწორედ აღზრდაზე და გაწვრთნაზეა დამოკიდებული, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ადამიანებივით მათაც სხვადასხვანაირი ხასიათი აქვთ