კითხვა ვეტერინარს - ძაღლები
დამატებულია : 11-03-2016
კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა, ძაღლს, რომელიც იკვებება შაღლებისთვის განკუთვნილი მშრალი საკვებით, კვირაში პერიოდულად მივცეთ ხოლმე ნატურალური საკვები (მაგალითად, ბურღულეული, მოხარშული მჭლე ხორცი და ა.შ)? გმადლობთ.
პასუხი: დიახ შეიძლება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თუ ძაღლი მთელი ცხოვრება იკვებება ერთიდაიმავე საკვებით, საკვების შეცვლამ შესაძლოა კუჭნაწლავის აშლილობა გამოიწვიოს. შეგიძლიათ მისცეთ ყველაფერი, რაც არ შეიცავს შაქარს, მარილს, ცხიმს, არ არის მწარე და არის მარტივი მოსანელებელი (ხორცი უნდა იყოს ძროხის, ან ქათმის ფილე)
კატეგორიები - ძაღლები
სხვა კითხვები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?