კითხვა ვეტერინარს - კატები
დამატებულია : 21-11-2016
კითხვა: გამარჯობა,მყავს სპარსული კატის კნუტი 3 თვის,ხანდახან იქექებოდა და შევუძინე რწყილის ფხვნილი" инстекал " ,მაინტერესებს რამდენად საშიშია ეს თვითონ კატისთვის, რომ ალოკოს ან ადამიანებისთვის, ხან საწოლზე ხტება ხან მაგიდაზე და სულ ვერ გავაკონტროლებ.მადლობა წინასწარ პასუხისთვის.
პასუხი: გამარჯობა, მსგავსი პრეპარატები რა თქმა უნდა ტოქსიკურია თუკი პირის ღრუში მოხვდება და ასევე თუკი ზედმეტ დოზას დაასხამთ ცხოველს. უნდა დაასხათ კისერზე- კანზე, იმ სიგრძეზე სადაც ვერ მიწვდება პირით, აქედან გამომდინარე თქვენთვისაც არ არის საშიში ლოგინზე რომც ახტეს, რადგან გარედან ბეწვის საფარი აქვს, წამალი კი კანზე უნდა იყოს.  3 დღის შემდეგ შეგიძლიათ დაბანოთ
კატეგორიები - კატები
სხვა კითხვები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?