კითხვა ვეტერინარს - ძაღლები
დამატებულია : 30-11-2016
კითხვა: მოგესალმებით, მყავს 1 თვის ინგლისური კოკერ-სპანიელი. ვაცჰმევ ყოველ 3 საათში ერთხელ მაწონს და ხაჭოს. ხვალიდან ვაპირებ მშრალი კორმის მიცემას, რას მირჩევდით? და კიდევ ძალიან მინდა კლუბში გავაწევრიანო. ხომ ვერ დამაკვალიანებთ? ჩემთვის პირველი ძაღლია და გამოუცდელი ვარ ამ სფეროში
პასუხი: გამარჯობა, პირველ რიგში გეტყვით, რომ მაწონი არ არის სასურველი ძაღლებისთვის, მითუმეტეს ასე სისტემატიურად. მშრალ საკვებზე გადაყვანა უნდა მოხდეს ნელნელა, პატარ-პატარა ულუფებით, შესაძლებელია რასაც აჭმევთ იმაში შეურიოთ ხოლმე ჯერ ცოტცოტა, ნელნელა გაზარდოთ რაოდენობა და საბოლოოდ უკვე მხოლოდ მშრალი საკვები მისცეთ. მაგრამ გირჩევთ მაწონი ამოიღოთ მისი კვების რაციონიდან. რაც შეეხება კლუბს, კონკრეტულად ვერ გირჩევთ რომელიმეს, ინტერნეტში განთავსებულია მათი მისამართები, შეგიძლიათ დაათვალიეროთ და გადაწყვიტოთ რომელში გსურთ თქვენი ლეკვის გაწევრიანება
კატეგორიები - ძაღლები
სხვა კითხვები
გამარჯობათ ძაღლი მყავს ზემო იმერეთში ვერ ვახერხებ თბილისში ვეტერინართან ჩამოყვანას შესაბამისად ზოგადად აგიხსნით და თუ შეგიძლიათ მითხრათ რა დაემართა.პირველ დგეს ტვალებს ზემოთ კანზე გადაუწითლდა მეორე დგეს მთელი ცხვირის გარშემო და ყურებზეც.. მესამე დგიდან ნემსებით და მალამოებით 4 დგიანი მკურნალობა ჩავუტარე რაც ერთერთმა ვეტერინარმა მირჩია( სოფლის ვეტერინარმა) მაგრამ ამ გამონაყარმა ძაგლი გააგიჯა მტელი სახე მოიტყავა ფხანვით.ჭამით კარგად ჭამს. ყეპს ხოლმე. ცოტათი მგონი ნევსებმა დაასუსტა მარა მგელივითაა.ეს ყველაფერი დაეწყო 10 რიცხვში მელასთან ქონდა დაპირისპირება და გაგუდა და ზოგმა მუნი გადადოო ზოგმაც ცვრილიო ზოგიც სხვას ამბობს და რა დაავადება აკიდა ხომ ვერ მეტყვით. (არის შავი დრატხარი 35 დან 40...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?