კითხვა ვეტერინარს - ძაღლები
დამატებულია : 16-12-2016
კითხვა: გამარჯობა. მყავს გერმანული ნაგაზი. დღეს დილით სისხლიანი დამხვდა ეზო. ძაღლი გადის სისხლს, მეტ-ნაკლებად დიდი რაოდენობით. ჭამის და თამაშის ხასიათზე არის. სანამ ვეტერნართან მივიყვან რა რეკომენდაციები გექნებათ და პრაქტიკიდან გამომდინარე რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე ? სად შეიძლება მკურნალობა ? მედიკამენტოზურად სახლის პირობებში შესაძლებელია? ვირუსის ბრალია ნეტა, თუ ? :( გმადლობთ.
პასუხი: გამარჯობა.
რადგან ძაღლი გადის სისხლზე, ეს ძალიან სერიოზულია.
ასეთ დროს დროის დაკარგვა არ შეიძლება და წამი არ უნდა დაკარგოთ - ვეტერინართან წაიყვანოთ.
ეს შეძლება მექანიკური დაზიანებაა (ძვალი, ან რამე სხვა ჭამა), შეიძლება მოიწამლა, ან ვირუსია.. ნებისმიერ შემთხვევაში სისხლზე თუ გადის და თქვენს მიერ ჩამოთვლილი სიმპტომები აქვს - ძაღლი საჭიროებს სასწრაფოდ ვეტერინარის ჩარევას!!!! ადგილზე თქვენ მარტო ვერაფერს გაუკეთებთ!
არ დაკარგოთ დრო! წაიყვანეთ ვეტერინართან.
კატეგორიები - ძაღლები
სხვა კითხვები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?