კითხვა ვეტერინარს - მღრნელები
დამატებულია : 26-04-2017
კითხვა: გამარჯობა,მაინტერესებს საშიშია თუ არა ზაზუნას ნაკბენი
პასუხი: გამარჯობა. ზაზუნასგან რაიმე დაავადების გადადების შანსი ძალიან დაბალია.
1. ცოფი - ზაზუნისგან ცოფის დაავადებით ალბათობა თითქმის არ არსებობს, რადგან ეს ცხოველები მთელ სიცოცხლეს სახლში ატარებენ, შესაბამისად მათი ცოფით დაავადების შანსი თითქმის არ არსებობს
2. ტულარემია - ინფექციური დაავადებაა, რომელსაც კურდღლის ჭირსაც ეძახიან. ეს დაავადებაც ძალიან იშვიათია ზაზუნებში და მათი ნაკბენით ტულარემიით დაავადების შანსიც ძალიან დაბალია
3. ლიმფოციტარული ქორიომენინგიტი - ვირუსული დაავადება, რომლით დაავადებაც შესაძლებელია ზაზუნის ნერწყვით. ზაზუნებში დაავადება უსიმპტომოდ მიდის, ისინი გადამდები მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში არიან, ამიტომ სჯობს 3 თვეზე პატარა ასაკის ზაზუნა არ შეიძინოთ. თუკი მაინც მოხდა ზაზუნისგან დაინფიცირება, სიმპტომები გრიპის ვირუსის მსგავსია ( თუ თქვენ ეს ზაზუნა 1 თვეზე მეტია გყავთ, ე.ი ამ მხრივ საშიში არაფერია)  
4. ჰანტავირუსი - ვირუსული დაავადება, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ზაზუნის ნაკბენით. ოფლიანობა ამ დაავადების პირველი სიმპტომია. ამ უკანასკნელით ზაზუნის დაინფიცირების შანსიც ძალიან დაბალია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ცხოველს კონტაქტი ექნება თაგვებთან. 
საერთო ჯამში, ზაზუნისგან რაიმე დაავადებით დაინფიცირების შანსი ძალიან დაბალია, როგორც თავიდან გითხარით. ნაკბენი დაიბანეთ თბილი წყლითა და ანტიბაქტერიული საპნით, დააკვირდით მომდევნო დღეები, თუკი დაწითლდა და გასივდა ეს მიანიშნებს ნაკბენის დაინფიცირებაზე და გამოიყენეთ ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
კატეგორიები - მღრნელები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?