კითხვა ვეტერინარს - ძაღლები
დამატებულია : 22-06-2017
კითხვა: გამარჯობა, მყავს ამერიკული კოკერ სპანიელი 1 წლის და 2 თვის . ბოლო 4 დღეა გამუდმებით იქავებს მუცელს კანი გაუწითლდა, ძუძუს თავებზე ნაკაწრებიც გაუჩნდა ქავილისგან , არ აქვს გამონაყარი მთლიანად მუცლის არეს იქავებს სადაც ნაზი კანია , რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი: გამარჯობა, შესაძლოა უბრალოდ რწყილები გაუჩნდა , თუმცა კანის დაავადებაც არაა გამორიცხული, ასევე კუჭნაწლავის პრობლემებმაც იცის მსგავსი ალერგია. თუ რწყილებზე დამუშავებული არ გყავთ ამ 1 თვის განმავლობაში დაამუშავეთ, თუ მაინც გაუგრძელდა პრობლემა მიიყვანეთ კლინიკაში და გაუკეთეთ კანის ანალიზი
კატეგორიები - ძაღლები
სხვა კითხვები
მყავს 10 თვის კოკესპანიელი, რომელსაც ბეწვი ძალიან ცვიოდა და ამიტომ 31 მარტს ვეტ კლინიკაში მივიყვანე და გავადპარსე ნოლზე, ამის მერე ძაღლს დაეწყო ფხანა ყელის და ყურის მიდამოებში და ფხანის გამო კანი გაუწითლდა და მოშუშების პერიოდში ფუფხები გაუჩნდა. რამოდენიმე დღეა რაც ეს ფუფხებიც მოურჩა მაგრამ ყველაზე დიდი ფუფხის ადგილას ყელთან ახლოს გაუჩნდა წითელი ლაქა და ბეწვის ქვეშ კანზე აღენიშნება ლორწოვანი გამონადენი, ბევრი ინფო დავსერჩე და ვეტ ექიმთანაც მივიყვან დროს როგორც კი გამოვნახავ, მაგრამ სანამ მივალ იქნებ დამაკვალიანოთ როგორ მოვიქცე რამე ანტისეპრიკური მალამო ხო არ წავუსვა?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?