ყველაზე დიდი კურდღლები მსოფლიოში (+ვიდეო)
ყველაზე დიდი კურდღლები მსოფლიოში (+ვიდეო)
გაიცანით - ეს დარიუსია, ყველაზე დიდი კურდღელი მსოფლიოში. მისი სიგრძე 1.3 მეტრია, ხოლო წონა 22 კილოზე მეტი. ამ დროისთვის იგი ყველაზე დიდ კურდღლად ითვლება, მაგრამ, როგორც ჩანს, დარიუსი ცოტა ხანში დათმობს პირველობას. საქმე იმაშია, რომ მას სერიოზული კონკურენტი ჰყავს - ეს საკუთარი 6 თვის ბაჭია ჯეფია, რომლის სიგრძე ამ ასაკში უკვე 1.1 მეტრს აღწევს. ამგვარად, ბედნიერი მფლობელის, ანეტ ედვარდსის ვარაუდით, შვილს ყველა შანსი აქვს მამას მოუგოს ამ პაექრობაში.

Zooclub

Continental Giant-ის ჯიშის კურდღლებს ადრე ხორცისთვის ამრავლებდნენ, მაგრამ ახლა ისინი შესანიშნავ და
ჭკვიან შინაურ ცხოველებად ითვლებიან. მათი დიდი ზომის გამო, ამ კურდღლებს უწევთ დიდ ვოლიერებში ძილი, რომელიც
ძაღლის ვოლიერებს წააგავს. მათ ჩვეულებრივი გალიები, რა თქმა უნდა, არ გამოადგებათ.

Zooclub

პატრონის თქმით, მეგობარი კურდღლების გამოსაკვებად, ყოველწლიურად 2000-ზე მეტი სტაფილო და 700 ვაშლი სჭირდება და ეს ყველაფერი კურდღლების იმ სპეციალური საკვების გარდა, რომელიც მას წელიწადში 5 000 ფუნტი სტერლინგი უჯდება.

Zooclub

მაგრამ, რაზე არ წახვალ ასეთი საოცარი და საყვარელი “ბავშვების” გამო, ხომ მართალია?



იხილეთ ვიდეო


Zooclub




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?