სუსტი ნერვების მქონეებს უჯობთ ეს არ ნახონ! საშინელი სიმართლე იმის შესახებ, თუ როგორ იღებენ ანგორის ბეწვს! (+ვიდეო)
სუსტი ნერვების მქონეებს უჯობთ ეს არ ნახონ! საშინელი სიმართლე იმის შესახებ, თუ როგორ იღებენ ანგორის ბეწვს! (+ვიდეო)
ყველას უყვარს საყვარელი დეკორატიული ბაჭიები. როგორც კი შეხედავთ ამ საყვარელ ფუმფულა არსებებს, მაშინვე გინდათ, გულში ჩაიხუტოთ. ხომ მართალია?

მაგრამ მათი ფუმფულა ბეწვის მისაღებად, ადამიანები ამ არსებებს სასტიკად ეპყრობიან სიმართლე შეგაძრწუნებთ!

"Youtube"-ზე რამდენიმე ხნის წინ დაიდო ერთ-ერთ ფრანგულ ფერმაში გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ამრავლებენ ანგორის ჯიშის კურდღლებს. ამ სულისშემძვრელმა კადრებმა თავისი წარმოუდგენელი სისასტიკით მნახველი შეძრა.

ვიდეოზე კურდღლებს ბეწვს აცლიან. ცხოველის რეაქციის მიხედვით, ის წარმოუდგენელ ტკივილს განიცდის!

Zooclub

ბეწვის გაცლამდე ცხოველს ხის დაფაზე ისე აბამენ, რომ განძრევა ვერ შეძლოს. დანარჩენი კურდღლები პატარა გალიებში,
რომლებიც ძალიან გავს საქათმეს, თავის რიგს ელიან.

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

ზოგი იტყვის, ვითომ რა მოხდა, ცხოველს ბეწვს აცლიან,
ხომ არ კლავენო, მაგრამ ის ხმები, რომლებსაც კურდღლები გამოსცემენ, სულს ყინავს. ცხოველის ბეწვს ტექსტილის ინდუსტრიაში გამოიყენებენ: სვიტერები, წინდები, შარფები ანგორის ბეწვისგან ძალიან თბილი და სასიამოვნო ჩასაცმელია. მაგრამ ბეწვის მიღების პროცედურა კურდღლებს საშინელ ტკივილს აყენებს და მათ ნაზ კანს აზიანებს.

ვიდეო ცხოველთა დაცვის ფრანგული საქველმოქმედო ორგანიზაციის (One Voice) მიერ არის გადაღებული. მათ არ დაასახელეს ფერმა, სადაც გადაღება მიმდინარეობდა, რადგან არ უნდათ, დასაჯონ კერძოდ ადამიანები. მათ სურთ, თავად ბეწვის მოპოვების სისტემაში ცვლილებებს მიაღწიონ. ორგანიზაციამ ანგორის კურდღლების ფერმებში ყოლისა და მათი ბეწვით ვაჭრობის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო.

Zooclub

ორგანიზაციის წევრები აღშფოთებულები არიან ცხოველების მიმართ დამოკიდებულებით. კურდღლებს არ აძლევენ გამაყუჩებელს. თვლიან, რომ ეს ზედმეტად ძვირია. ბეწვს არ პარსავენ, რადგან თვლიან, რომ ხელით გაცლილი ბეწვი ბევრად ძვირი ღირს. მაგრამ ეს ფუმფულა არსებები ხომ არაფერში არიან დამნაშავეები? რატომ უნდა იტანჯონ ასე?

ბევრმა ადამიანმა მხარი დაუჭირა ორგანიზაციას. რამდენიმე დღეში ვიდეო 90 000-ჯერ ნახეს და დროთა განმავლობაში, ნახვები იმატებს.

იხილეთ ვიდეო
ucnobi
თქვენი...
eka
რო გორ შლეილება ასე
:(((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((
ლიკუნა ხალხო ! ესეთი საშIნელება არ უნდა ხდებოდეს ... ტქვენ ყველანი ჯოჯოხწთში მოხვდებით ამის გამო ... და იმისტვისაც რაც დაუშავეთ სხვა ცხოველებს ეგრე გინდატ ტქვენ . !!! მერე კი ვეგარავინ ვერ გიშველით .
აბა ესეთი რამე გაუკეთონ თვითონ როგორც მათ არ მოეწონწბა და ეტკინება მათაც სტკივათ... ეს დიდი ცოდვაა მათი მხრიდან ... ამისათვის ყველანი დაისჯებით :|||||| :(((((
მაგათ გული არ ქონიათ ... ეგეტი სასჰინელება როგორ უნდაგაუკეტო მაგათ ერთი კი ვიცოდე ... ეგენი ესეთ საშინელებას რომ ჩადიან აუცილებლად დასჯის ღმერთი ... !!!!! მაგათი ...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?