მითი იმის შესახებ, რომ ზღარბი შეგნებულად იკრავს ყურძნის მარცვლებსა და, ზოგ შემთხვევაში, ვაშლებს ეკლებზე, უხსოვარი დროიდან არსებობს.
სინამდვილეში ზღარბს ფიზიკურად არ შეუძლია ზურგით გორაობა და ამ დროს ნაყოფის ეკლებზე წამოცმა. მეტიც, ზღარბების უმეტესობას ვაშლი სულაც არ აინტერესებს.
თუ ზღარბს შეხვდებით, სჯობს, აჭამოთ არა რძე ან ხილი, არამედ წვიმის ჭიაყელები, ფრინველების კვერცხები და ძაღლისთვის დამზადებული ხორცის კონსერვები. თუმცა, ახალგაზრდა ზღარბები არ
როდესაც ზღარბი მძაფრსურნელიან ობიექტს (სიგარეტის ნამწვები, ზეთოვანი ხელსაწმენდები…) პოულობს, მის ლოკვას იწყებს, სანამ არ გამოყოფს ქაფიან ნერწყვს, რომელსაც ეკლებს უსვამს. ხან ნერწყვის გამოშვების ეს უცნაური “ეიფორია” საათზე მეტხანს გრძელდება. ამ ქცევის ფუნქცია გაურკვეველია. ერთი ვერსიით, ესაა პარაზიტებთან ბრძოლის საშუალება, მეორე ვერსიით კი - საკუთარი სურნელის შენიღბვის საშუალებაა.