გამოძახებაზე მოსულმა RSPCA–ის ოფიცერმა, კლარა სალიმ გულდასმით დაათვალიერა უცნაური არსება და გაარკვია, რომ სინამდვილეში ეს იყო ზღარბი, რომელიც თავიდან ფეხებამდე სქელი ლურჯი საღებავით იყო დაფარული.
კლარა ცხოველის მდგომარეობამ ძალიან შეაშფოთა, საღებავს შეეძლო მისი ჯანმრთელობისთვის ზიანი მიეყენებინა. მან ზღარბი გარეული ცხოველების გადარჩენის ცენტრში (West Hatch Wildlife Center) წაიყვანა.
“საბედნიეროდ, დახმარებამ დროულად მოუსწრო, ზღარბი
ზღარბისთვის საღებავის მოშორება რთული აღმოჩნდა, თუმცა, საბოლოოდ, საღებავი მაინც მოაცილეს.
“ჩენ ნარკოზის გაკეთება მოგვიწია, რომ საღებავის ნაწილები მოგვეცილებინა", – ამბობს ექიმი ბელ დირინგი, – "საღებავი ძნელად შორდებოდა. ასევე, ის კანს მოხვდა და გარკვეულ მონაკვეთებზე ანთებითი პროცესი წავიდა. ამ ადგილების მოშუშებას კიდევ სჭირდება დაკვირვება”.
ზღარბი კარგად ჭამს და წონაშიც მალე იმატებს. როდესაც ბოლომდე გამოჯანმრთელდება, მას ადამიანებისგან შორს, ველურ ბუნებაში გაუშვებენ.