როგორც ვიდეოზე გაკეთბულ წარწერაში ჩანს, ბავშვი ნათესავებმა და იქვე მდგომმა ხალხმა გადაარჩნა. ის არ დაზიანებულა.
CBC News-ის ცნობით, ვიდეოს ავტორმა აღნიშნა, რომ ის ხშირად ხედავს ზღვის ლომებს ამ ადგილას, მაგრამ არასოდეს მსგავსის მომსწრე არ გამხდარა. მან დაამატა, რომ სწორედ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე ცხოველს ნავმისადგომზე შეკრებილი ადამიანები აჭმევდნენ.
ენდრიუ ტრაიტსის (ზღვის ძუძუმწოვრების კვლევითი ცენტრის დირექტორი) თქმით, ვიდეოს ყურების შემდეგ პირველი, რაც გაიფიქრა
ტრაისტი თვლის, რომ როდესაც გოგონა მობრუნდა და წყალთან ჩამოჯდა, ცხოველს მხედველობაში მისი კაბის ნაგლეჯი მოხვდა. ზღვის ლომმა ის საკვებად აღიქვა, ამიტომაც სტაცა პირი. ექსპერტი იმედოვნებს, რომ ეს ვიდეო ადამიანებს ასწავლის იმას, რომ არ უნდა კვებონ ველური ცხოველები.
იხილეთ ვიდეო