საოცარი კადრები - ვიდეოკამერამ დააფიქსირა თეთრი ზვიგენი, რომელიც ძილის პროცესში 23 კმ/სთ-ს სიჩქარით მოძრაობს (+ვიდეო)
მძინარე თეთრი ზვიგენი ვიდეოკამერაზე პირველად მოხვდა. იგი კარიბის კუნძულ გუადალუპეს აკვატორიაში გადაიღეს.

ვიდეო პროგრამა "Shark Week на канале Discovery"-ის ჩარჩოებში შეიქმნა. ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ადრე ვერავინ შეძლო მძინარე თეთრი ზვიგენის დაფიქსირება. თევზი ამ დროსაც კი არ წყვეტს ცურვას: ის რომ გაჩერდეს, წყალი მის ლაყუჩებში მოძრაობას შეწყვეტდა და ვერ ისუნთქებდა. საშუალო სიჩქარე, რასაც მძინარე ზვიგენი გადიოდა დაახლოებით 23 კმ/სთ-ს შეადგენდა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ არსებობენ რამდენიმე სახეობის ზვიგენები, რომლებსაც შეუძლიათ ძილი მოძრაობის გარეშე, მაგრამ თეთრი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება.

თეთრი ზვიგენი ან
დიდი თეთრი ზვიგენი ან ზვიგენი-კაციჭამია ან კარხაროდონი (ლათ.Carcharodon carcharias) ერთ-ერთი უდიდესი მტაცებელი თევზია დედამიწაზე. მისი
ზომა 5 მეტრს აღწევს. ამ თევზის სიცოცხლის ხანგრძლიობა დაახლოებით 27 წელია.
თეთრი ზვიგენი გადაშენების პირას მყოფ სახეობებს შორისაა: 2010 წლის მდგომარეობით, დედამიწაზე დაახლოებით 3500 ინდივიდია დარჩენილი.

მათ კანონი იცავს სამხრეთ აფრიკის, ნამიბიის, ისრაელის, მალტის, ავსტრალიისა და აშშ-ს რამოდენიმე შტატის წყლებში.

მძინარე თეთრი ზვიგენი - ნახეთ ეს იშვიათი კადრები.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?