ათმეტრიანმა პატარა ვეშაპმა 2 დღე გაატარა ავტრალიის ერთ-ერთ პლაჟზე. ის ქალაქ გოლდ კოსტის სანაპიროზე სამშაბათს დილით დამსვენებლებმა აღმოაჩინეს. როგორ მოხვდა იქ არავინ იცის.
ვეშაპის გადარჩენაში საზღვაო ცენტრის თანამშრომლები ჩაერთვნენ. მათ ცხოველს ზემოდან მზისგან დასაცავად ტენტი დაუმაგრეს. ასევე დღედაღამ ასხავდნენ წყალს, რომ არ დაეშვათ ცხოველის გაუწყლოება.
ზღვის ცხოველის გადარჩენა მხოლოდ მეხუთე ცდაზე გახდა შესაძლებელი – პირველი ოთხი უშედეგოდ დასრულდა იმის
საბოლოოდ ვეშაპს სპეციალური სამაგრი გამოსდეს, რომლის ბოლოც მოტორიან ნავს ჩააბეს. თუმცა სპეციალისტები გათავისუფლებიდან კიდევ რამდენიმე საათი აკვირდებოდნენ გადარჩენილს, რადგან დარწმუნებულიყვნენ, რომ ის უკვე სრულიად კარგად გრძნობდა თავს.
ამასთან, ადგილობრივი პოლიციის სამმართველომ განაცხადა, რომ ყურადღბით შეისწავლეს გადარჩენის ვიდეოჩანაწერი. მათი აზრით, მაშველებს შეეძლოთ ვეშაპისთვის სერიოზული ზიანი მოეტანათ და დიდი სტრესი მიეყენებინათ მისთვის.
იხილეთ ფოტოგალერეა
იხილეთ ვიდეო