zoo
ავაზას და ლეკვის დიდი სიყვარული
მტკიცე მეგობრობა აკავშირებთ სან დიეგოს საფარის პარკის ბინადარ პატარა ავაზას რუქსას და ლეკვ რეინას, რომლებიც დაბადებიდან ერთად იზრდებიან.
ქვეყანაზე მოვლენისთანავე, დედამ რუქსას მოვლაზე უარი თქვა, ამიტომ მისი მეურვეობა ზოოპარკის თანამშრომლებმა იკისრეს, კომპანიონად კი პატარა ლეკვი მიუჩინეს. ახლა რუქსა და რეინა განუყრელი მეგობრები არიან. ცოტა ხნის წინ პატარა ავაზას ზოოპარკში საპატიო წოდება მიანიჭეს - ის თავისი სახეობის ელჩი გახდა საფარის პარკში. თუმცა წოდების მიღებას მათ მეგობრობაში რა თქმა უნდა არაფერი შეუცვლია - ლეკვი და ავაზა მთელ დღეებს ისე ერთმანეთთან თამაშში ატარებენ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?