მგელმა სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანზე ძლიერია.. რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი..
მგელმა სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანზე ძლიერია.. რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი..
"წარმატებული ნადირობა მქონდა ამ დღეებში. ადვილად ვიპოვე მგლის ბუნაგი. ძუ მგელი ეგრევე მოვკალი საფანტით, ჩემმა ძაღლმა მისი ორი ლეკვი დაგლიჯა...

სახლში დაბრუნებული ცოლს ვუყვებოდი, რა კარგი ნანადირევი მქონდა, როდესაც უეცრად შორს მგლის ყმუილი გაისმა, მაგრამ ამჯერად რაღაც სხვანაირი... უცნაური... სავსე დარდითა და მწუხარებით…

მეორე დღეს ჩემი ჩვეული ღრმა ძილის მიუხედავად, დიდმა ხმაურმა გამომაღვიძა. გულმა ცუდი მიგრძნო... რაც მეცვა იმით გამოვვარდი გარეთ... საშინელი სურათი დამხვდა: ჩემს სახლთან უზარმაზარი მგელი იდგა... დაბმულ ძაღლს არ წვდებოდა ჯაჭვი, ისედაც ვერას გახდებოდა ამხელა მგელთან... მგლის
გვერდით კი ჩემი გოგონა იდგა და მხიარულად ეთამაშებოდა მის კუდს. ეს ყველაზე სასტიკი წამი იყო,
როდესაც ჩემს პატარას ვერაფრით დავეხმარებოდი - ის კი ვერ ხვდებოდა რამხელა საფრთხე ემუქრებოდა...

ჩემი და მგლის მზერა ერთმანეთს შეხვდა. "ოჯახის უფროსი" - ვიგრძენი მაშინვე... და მხოლოდ ჩავიჩურჩულე: "არაფერი დაუშავო ჩემს პატარას... მე მომკალი"... თვალები ცრემლით ამევსო... ჩემმა გოგონამ გაოცებულმა შემომხედა... "რა მოგივიდა მამა?" - შესძახა, მგლის კუდთან თამაში მიატოვა და ჩემთან მოირბინა...

გულში ჩავიკარი ჩემი გოგონა. მგელი კი წავიდა, დაგვტოვა ისე, რომ არაფერი დაუშავებია არც ჩემი შვილისთვის, არც ჩემთვის. არ გადაუხდია სამაგიერო იმ გამწარებისთვის, რაც მისი ოჯახის განადგურებით მივაყენე… მან სამაგიერო უსისხლოდ გადამიხადა.. მან დამანახა, რომ ის ადამიანებზე ძლიერია...  საკუთარი გაუსაძლისი ტკივილი მაგრძნობინა... გამაგებინა ის, რომ მე ბავშვების მკვლელი ვიყავი…"
ალექსანდრე
აქ რაღაც მისტიკაა. ცხველის მოკვლაში კი პრობლემას ვერ ვხედავ. ეგრე მაშინ საერთოდ უნდა ვთქვათ უარი ცხოველურ პროდუქტებზე ა მცენაეებზეც კი.რადგან მცენარეებიც ცოცხალი ორგანიზმები არიან.
nuki
რაც შენ გააკეთე ახსნა არ აქვს, რატომ მოოკალი, დაგიშავა რამე? რამ გაგაბოროტა ასე ძალიან, ან დედა მგელმა ან მის ლეკვებმა, ნუთუ საჭირო იყო ასეთი სისასტიკე რომ შენ ჟინი და სისხლის წყურვილი მოგეკლა?? :(( ყველაზე დიდი საშინელება რაც კი ადამიანმა შეიძლება ჩაიდინო ის გააკეთე, მაპატიე მაგრამ ამაზრზენი ადამიანი ხარ, ან ხარ კი ადამიანი?? :(( მომიტევე პირდაპირობა
mari
ყველა მონადირე მკვლელია
inga
მე არ ვიცი ვინ როგორი აღიქვამს გარეულ ცხოველებს მაგრამ მე ჩემი ხედვა მაქვს და მიმაჩნია რომ ისინი თავისუფლებაში დაიბადნენ გაიზარდნენ და ღირსების გრძნობა ზომაზე მეტად აუმაღლა ამაყმა ბუნებამ, სწორედ ეს გამოხატა მგელმაც როცა უსისხლოდ გადაუხადა მისი ოჯახის მკვლელს სამაგიერო, მას თვალის დახამხამებაში შეეძლო ნაკუწებად ექცია გოგონა და შეგნებულად არ გააკეთა! მამის გასამწარებლად კბენაც შეეძლო მაგრამ თავი შეიკავა! ჩვენ კი სწორედ ის თაობა ვართ სამწუხაროდ წითელქუდასა და მგელსა და კრავზე მგლის ზიზღში რომ გაგვზარდეს... აქ კონკრეტულად მგელზეა საუბარი, არადა ყველა ცხოველს თავისი ღირსება აქვს და თავდასხმას არ გადაწყვეტს თუ საპირისპირო მხრიდან არ იგრძნო მტრობა. რაც შეეხება გარეულ ცხოველებს რომლების თავს ესხმიან ადამიანებს, მათშიც არის ჭკუიდან გადასული და აგრესიული ისე როგორც ადამიანებში... როგორ ფიქრობთ ზოოპარკში დატყვევებული და განაწამები ცხოველები საკუთარ მიწა-წყალს და ოჯახს მოწყვეტილები თავდასხმას არ გადაწყვეტენ? რა თქმა უნდა და ლოგიკურიცაა...(სათქმელი ბევრია მაგრამ ამჯერად აქ შევჩერდეთ)
venivedivici
მგლების შესახებ წავიკითხე, მხოლოდ ის მახსოვს ავტორი კანადიდანაა, რომელიც წლების განმავლობაში აკვირდებოდა მგლების ცხოვრებას..წერდა რომ მგლებს, რომლებიც ოჯახებად ცხოვრობენ, განაწილებული აქვთ საარსებო ტერიტორია და არასდროს იჭრებიან სხვისაში... მეზობლად მცხოვრები ოჯახები გარკვეული პერიოდულობით ერთმანეთს მოინახულებენ და თუ აღმოაჩენენ, რომ ლეკვების მშობლები დახოცილია, ლეკვები თავისთან მიჰყავთ და შვილების თანაბრად ზრდიან...დაქვრივებული ცალი -არასდროს წყვილდება.ავტორი იგონებს შემთხვევას,როცა ნადირობისას მოკლა ძუ მგელი ტყის მინდორზე, ხოლო რამდენიმე ხანში ტყიდან მისკენ მინდორზე გამოვარდნილი ხვადი მგელი დაინახა, რომელიც პირველივე გასროლით მოჰკლა, ავტორი ირწმუნება, რომ ხვადმა მგელმა თავი მას შეაკლა, თუმცა შეეძლო ტყეში ცოცხლად დარჩენილიყო...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?