"მეც დავტოვებდი ანდერძს, წერა რომ ვიცოდე....." - ძაღლის ანდერძი
"მეც დავტოვებდი ანდერძს, წერა რომ ვიცოდე....." - ძაღლის ანდერძი
"ადამიანები სიკვდილამდე ტოვებენ ანდერძს, რომ თავისი სახლი და მემკვიდრეობა დაუტოვონ მათ,  ვინც უყვართ.

მეც დავტოვებდი ანდერძს, წერა რომ ვიცოდე...

ღატაკს, მარტოსულს, მოწყენილს, რწყილიანს დავუტოვებდი ჩემს ბედნიერ სახლს, ჩემს საჭმლის ჯამს, ჩემს რბილ საწოლს და ბალიშს, ჩემს სათამაშოებს და ასეთ საყვარელ მუხლის თავებს, ალერსიანად მომფერებელ ხელებს, სიყვარულით სავსე ხმას, ჩემს ადგილს ჩემი პატრონის გულში.

სიყვარული, რომელიც დამეხმარება სიცოცხლის ბოლო წუთი გავატარო მოსიყვარულე ხელებზე, უმტკივნეულოდ და მშვიდად.

თუ ოდესღაც მოვკვდები, გთხოვ, ნუ იტყვი "აღარასოდეს ავიყვან სხვას, იმიტომ რომ დაკარგვა ასეთი მტკივნეულია", ნახე
აუცილებლად მარტოდ დარჩენილი, ყველასაგან მივიწყებული ძაღლი და მიეცი მას
ჩემი ადგილი შენს გულში...

ეს არის ჩემი ანდერძი..."

Zooclub