წერილი მათთვის, ვინც ძაღლი თავშესაფრისთვის გაიმეტა
წერილი მათთვის, ვინც ძაღლი თავშესაფრისთვის გაიმეტა
12 წლის ძაღლი სახელად კოკო, ევთანაზიისთვის (ძაღლის სამუდამო დაძინება) პატრონმა ჩააბარა თავშესაფარში, იმ მიზეზით,რომ პატრონი ბინას იცვლიდა, სადაც ძაღლის ყოლა არ შეიძლებოდა. როდესაც ჯეიმ უაითმა ნახა ამ ძაღლის შესახებ განცხადება, დაუყოვნებლივ წავიდა თავშესაფარში და წამოიყვანა ის სახლში.

ძაღლი გალიაში ცივ იატაკზე ყველასგან მიტოვებული, საცოდავად იწვა. პატრონის თქმით, ის ახალ ბინაში გადავიდა, სადაც არ იყო ნებადართული ცხოველის ყოლა. თუმცა ჯეინის თქმით, ეს არ არის გასამართლებელი მიზეზი, იმისათვის, რომ ავადმყოფი ოჯახის წევრი სიკვდილისთვის გაიმეტო.

და აი, სწორედ მისთვის დაწერა კოკოს ახალამა პატრონმა
წერილი:

"თქვენ მე არ მიცნობთ და თქვენთვის უკეთესი იქნება, თუ სადმე შემთხვევით არ შემხვდებით.

როგორ
ფიქრობთ, ვინ ხართ თქვენ ამის შემდეგ? თავშესაფარმა გადმომცა ამ ძაღლისთვის საჭირო დანიშნულება, რადგან მას სიმსივნე აქვს და სპეციალური მოვლა სჭირდება. იცით ვისზე თქვით უარი? ეს უსაყვარლესი მოხუცი ძაღლია, რომელსაც ახლა უფრო მეტად სჭირდებოდა პატრონის სითბო და ყურადღება, ვიდრე ოდესმე.

მე ვიცი თქვენი სახელიც და გვარიც, თუმცა შეგნებულად არ ვწერ ამას. როდესაც პირველად ვნახე კოკო, თუ როგორ იყო მოკუნტული გაყინულ იატაკზე გალიაში და საცოდავი თვალებით მიყურებდა, გული დამეწვა, არც კი დავფიქრებულვარ ისე წამოვიყვანე სახლში. როგორ შეძელით თქვენ, როდესაც 12 წელი ძაღლი ოჯახში გყავდათ და შემდეგ ის სასიკვდილოდ გაიმეტეთ? აპატიებთ ოდესმე საკუთარ თავს ამას?

Zooclub
კოკო

რამდენიმე წლის წინ, მე მყავდა ძაღლი, რომელიც არც თუ ისე კეთილი იყო ადამიანების მიმართ. მან ბავშვს უკბინა, იმის გამო, რომ ეს ბავშვი ყურებზე ეთამაშებოდა. როდესაც ძაღლი ამ შემთხვევის გამო 48 საათით ჩაკეტეს გალიაში, მე მისი გალიის კარს არც ერთი წუთით არ მოვცილებივარ. მზად ვიყავი დამეტოვებინა სამსახური, ჩემი ახლობლები, ქალაქი, სადაც დიდი ხანია ვცხოვრობ და წავსულიყავი ჩემ ძაღლთან ერთად, სადმე სხვა ქალაქში, სადაც ჩემ "მეგობართან" ერთად ახალ ცხოვრებას დავიწყებდი და ყოველივე ამას ჩემი ოთხფეხა მეგობარის გამო აუცილებლად გავაკეთებდი.

როდესაც კოკოს ამბავი პირველად გავიგე, ვიყავი ძალიან ავად, მქონდა თვალის ანთებითი პროცესი და მაღალი სიცხე, მივრბოდი თავშესაფრისკენ, რათა მიმესწრო, რომ ის დაძინებული არ დამხვდროდა. მიკვირს თქვენნაირი ადამიანების, ძალიან მიკვირს, როგორ დაიძინეთ იმ ღამეს მშვიდად, როდესაც იცოდით რომ 12 წლის მეგობარი და ოჯახის წევრი სასაკლაოზე დატოვეთ? ის ჩემი ძაღლი არ იყო, მაგრამ სულ მასზე ვფიქროდი და ვერ ვისვენებდი, სანამ იმ დღეს სამშვიდობოს არ გამოვიყვანდი.

მე და კოკოს დაგვჭირდა 1 კვირა, რათა ერთმანეთს შევჩვეოდით, რეჟიმში ჩავმჯდარიყავით. ვეტერინარის დანიშნული ანტიბიოტიკები და სხვა წამლები დროზე დაელია, საბოლოოდ ჩვენ ეს შევძელით და ჩემ ახალ მეგობართან ძალიან ბედნიერი ვიყავი.

როდესაც კოკოს ანალიზის პასუხები მივიღე მას პანკრიასის სიმსივნე აღმოაჩნდა და მივხვდი, რომ თქვენი ძაღლის მიტოვების მიზეზი, არა ახალ ბინაში გადასვლა იყო, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თქვენ პასუხისმგებლობს აარიდეთ თავი.

ყოველდღე ძვირიან საკვებს ვყიდულობდი, იმ ძაღლისთვის,რომელიც თქვენ თავიდან მოიშორეთ.

და ჩვენ ველოდებოდით...

ამ პერიოდში კოკო წავიყვანეთ მთებში სასეირნოდ, ის ძალიან ბედნიერი იყო. ჩემმა შვილებმა დიდი სიყვარულით მიიღეს თქვენ მიერ მიტოვებული ძაღლი. ყოველ საღამოს ერთად ეზოში იყვნენ და ყოველთვის ყურადღებას აქცევდნენ ძაღლს, კოკოც ძალიან ბედნიერი იყო მათთან.

სიმსივნე ძალიან აწუხებდა კოკოს. უარს არ ვიტყოდი და ჩემი სახსრებით გაუკეთედი ოპერაციას, თუმცა ვეტერინარმა უარი გვითხრა, აზრი არ ჰქონდა ოპერაციას. მას მუცელში წყალი ჩაუდგა, როდესაც ექიმთან მივიყვანე, ექოზე მისი ორგანოებიც კი არ გამოჩნდა, წყალი ყველაფერს ფარავდა. ის ისეთი სახით მიყურებდა, მორჩილად და სევდიანი თვალებით ვერ გავიმეტე ევთანაზიისთვის და მე და კოკო სახლში დავბრუნდით. სახლში შესვლისას მის თვალებში სიმშვიდე და კმაყოფილება იგრძნობოდა... როგორც სჩანდა ეს კოკოს ბოლო დღე იყო...

იმის მაგივრად, რომ თქვენი თავშესაფარში დატოვებული მეგობარი მომკვდარიყო უცხო ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ყურადღებასაც კი არ მიაქცევდნენ, გაყინულ იატაკზე – თქვენმა ძაღლმა ჩემს ხელებში დალია სული. მე მას ვიხუტებდი და ვეფერობოდი, ის ბედნიერი იყო ბოლო წუთებში.

დარწმუნებული ვარ, კოკო მიხვდა, რომ ის მე მიყვარდა. ბოლო ხმა რომელიც გაიგო და ბოლო სახე, რომელიც დაინახა ეს მე ვიყავი და თქვენ სად იყავით ამ დროს?

თქვენ ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რატომ ვწერ ყოველივე ამას თქვენი მისამართით?

მთელი ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, მინდა მიხვდეთ, რომ თქვენ არარაობა ხართ, კოკო კი საოცარი ძაღლი იყო. თქვენ მას იმის შანსიც კი არ მიეცით, რომ თქვენს მკლავებში სული დაელია.

ყველა ადამიანს, რომელსაც ცხოველი ჰყავს მინდა ვთხოვო, ნუ გაწირავენ თავის ბინადარს, ისე როგორც კოკო გაწირა თავის უგულო პატრონმა."

ტეგები
teo
მე მყავს 3 ფისო რომლებიც მართლა უზომოდ მიყვარს და ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის რომ ჩემს ფისოებს არაფერი გაუჩირდეს
ana
ამ რამდენიმე დგის წინ ჩემი კატა მეცხრე სართულიდან გადავარდა. ერთი დღე და ღამე ვეძებდი. მხოლოდ ის მინდოდა მკვდარი მაინც მენაცა. ჩვენოი ოჯახიოს წევრი.ერთი დღე-ღამის შემდეგ სახლის პირველი სართუულის კონდენციონერის გისოსებისაგან გაკეთებული ყუთის ქვეშ გავიარე თან ვეძახდი რამის სიცუმეში საცოდავი კნავილით მიპასუხა. ძლივს ჩამოვიყვანე. ფეხი ძვლამე ჰქონდა გაცრილი. თვალები გაყინული, უსიცოცხლო თვალებმა შეგვძრა. სისხლიანი შარდი რომ დავინახე მოვკვდი. ის ღამე თეთრად გავათენეთ. თავისუფალი უნივერსიტეტის კლინიკაში წავიყვანეთ. ექიმმა გვითხრა. მოეფერეთ გვერდით მიუწექით და აგრძნობინეთ რომ მასთან ხართ და იცავთ. თირკმელი ჰქონდა დაჟეჟილი. ფეხი დაუმუშავეს. სყვარულმა მოფერებამ სითბომ გადაარჩინა ჩვენი ოჯახის წევრი. დღეს მხიარული და ჯანმრთელია. თუმცა ხმაურის შიში დარჩა. მე ბედნიერი ვარ და მივხვდი რამდენს მიშნავდა ის არსება ჩვენი ოჯახისთვის. ცხოველები ყველაფერს გრძნობენ, ისინი ადამიანებზე უკეთესები არიან!
koko
მეც მყავდა კოკო და მის გამო სიცოცხლეს დავთმობდი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?