"გადარჩენილი ძაღლი ყოველთვის მადლიერია ადამიანის"
"გადარჩენილი ძაღლი ყოველთვის მადლიერია ადამიანის"
სანამ რუფუს, რამდენიმე წლის წინ ლაია მარი გონსალესის ცხოვებაში გაჩნდებოდა, იგი ნაცემი და პატრონისგან უარყოფილი იყო . თუმცა მოფერებით, ყურადღებით და გამოჯანმრთელების შემდეგ, ის მოსიყვარულე თბილი და სიხარულით სავსე ძაღლი გახდა.

"მე და რუფუსი 2010 წელს შევხვდით ერთმანეთს, მაშინ როდესაც გაზის გასამართ სადგურზე ვიყავი. მამაკაცი მომიახლოვდა და მკითხა: შევძლებდი თუ არა ამ ძაღლის აყვანას (ის იქვე დარბოდა). თავიდან ცოტა დავიბენი. მამაკაცმა მომიყვა, რომ ეს ძაღლი 1 წელია რაც ამ ტერიტორიაზე
დარბის, ის პატრონმა გ
ამოაგდო, ამ ხნის განმავლობაში ძაღლმა ბევრი დამცირება და ტკივილი გადაიტანა. კარგად გამიგებს, ვისაც ცხოველები უყვარს, რომ არ წამომეყვანა, დიდი დარდი დამჩებოდა გულში ამ ძაღლის გამო. დედაჩემი ვეტერინარია და მაშინვე მას დაურეკე.

Zooclub

როდესაც სახლში მივიყვანე, სადაც მე და ერთი სტუდენტი გოგონა ვცხოვრობდით. ჩემი მეგობარი გაბრაზდა და მითხრა, რომ ეს "უშნო" ძაღლი ოთახში არ გამეჩერებინა. ამიტომ რუფუსს უკანა ეზოში მოვუწყე პატარა სახლი.

რამდენიმე საათის შემდეგ დავბრუნდი ეზოში რუფუსის სანახავად, თუმცა იქ აღარ დამხვდა. მე და ჩემს ბინაში მცხოვრებმა გოგონამ ბევრი ვეძებეთ და მეზობელ ეზოში ვიპოვეთ. ძალიან გაგვიჭირდა, რომ ის ისევ ეზოში დაგვებრუნებინა, არ მენდობოდა. ამიტომ დავუდე საკმაო რაოდენიობის საკვები, რომ აღარ გაქცეულიყო.

Zooclub

მეორე დღესაც იგივე გააკეთა, მეზობლის ეზოში შესულიყო, ძალიან გავბრაზდი ჩემს თავზე, რათა ვერ ვახერხებდი მის შეჩვევას, ის არ მენდობოდა. თუმცა, რამდენიმე ხანში ის თვითონვე დაბრუნდა. გადავწყვიტე მეტი დრო დამეთმო მისთვის, რათა მისი ნდობა მომეპოვებინა: ვეფერებოდი, მეტ ყურადღებას ვაქცევდი, რამდენიმე დღის შემდეგ ჩემმა მისდამი თბილ დამოკიდებულებამ, შედეგი გამოიღო და რუფუსს ჩემი დანახვა ძალიან ახარებდა.

Zooclub

რუფუსი ჩემი მშობლების სახლში გადავიყვანე საცხოვრებლად, ნელ-ნელა ძაღლი ძალიან შეიცვალა, – გახდა უფრო მხიარული, როდესაც რამე უხაროდა ენაგადმოგდებული მაგიდის გარშემო დარბოდა, თვითნვე მოდიოდა ჩვენთან და ითხოვდა, რომ მოვფერებოდით.

Zooclub

სულ ცოტა ხნის წინ ცემის, შიმშილისა და დამცირებისგან დათრგუნული ძაღლი, მხიარულ კოპანიონად იქცა.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ რუფუსი დღეს ჩვენთან თავს კარგად გრძნობს. მიხარია, როცა ვუყურებ, თუ როგორ თამაშობს ეზოში და განიცდის ბედნიერებას ამ ცხოვრებით. როდესაც რუფუსი მხედავს, ყოველთვის მადლიერების თვალებით მიყურებს, იმისათვის, რომ ქუჩის სასტიკ ცხოვრებას გამოვარიდე და ბედნიერი ცხოვრება ვაჩუქე. მე მჯერა, რომ ცხოველი ყოველთვის გრძნობს და მადლიერია იმ ადამიანის, ვინც მას დახმარების ხელს გაუწვდის."

giorgi
როგორ უმკურნალეთ შეიძლება მითხრათ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?