"საგამოფენო დარბაზის კართან მეორე დღეა ცნობისმოყვარე თვალებით იდგა და კისერწაგრძელებული ცდილობდა დაენახა თუ რა ხდებოდა ამ დიდ დარბაზში,სადაც ამდენი ჯიშიანი და ლამაზად მოვლილი პატრონიანი ძაღლი შედიოდა და გამოდიოდა. ისეთი სევდიანი და ნაღველით სავსე თვალები ჰქონდა თითქოს მთელი
გინდა შენი ოცნება რეალობად ვაქციოთ? შევეკითხე მეც უსიტყვოდ და მანაც იმედიანი თვალებით ისევ შემომხედა.
უცებ გავასუფთავე მისი ქუჩაში ხეტიალისგან დასვრილი ბეწვი, კისერზე სატარებელი შევაბი და ხელში ავიტაცე, გაოცებული თვალებით შემომხედა "სად მიგყავარ ან რომ მიგყავარ ამდენ პატრონიან და ჯიშიან ძაღლებში შენც დაგცინებენ და მეც სასაცილოდ ამიგდებენო". უფრო თბილად და მაგრად ჩავიხუტე გულში და უსიტყვოდ ვუთხარი ,ნუ გეშინია და ნუ გრცხვენია მე შენს გვერდით ვარ და არაფერზე ინერვიულოთქო.
შევედით დარბაზში და მიმანიშნა რომ დამესვა, უნდოდა ყველაფერი დაენახა და შეეგრძნო. მოედანზე შევიყვანე და ისე შემართებით დაიწყო სიარული თითქოს მთელი ცხოვრება გამოფენებზე ევლოს. დადგა, კისერიც მოიმარჯვა, გაიარგამოიარა და ყველას და ყველაფერს სიყვარულით სავსე თვალებით გადახედა.
რამოდენიმეჯერ გავირბინეთ ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში, ექსპერტების წინაშეც თავმომწონედ გავიარეთ, ღრმად შევისუნთქეთ და ესე ოცნება ახდენილებმა გამოვედით გარეთ. ისევ ძლიერ ჩავიკარი გულში და დავემშვიდობე.
წავიდა...
რამოდენიმეჯერ უკან გამომხედა და თითქოს მადლობას მიხდიდა მისი ახდენილი ოცნების გამო. ბედნიერი იყო ისიც და მეც, მცირედით მაგრამ მაინც ვაჩუქეთ ერთმანეთს ბედნიერი წამები."
ბლოგის ავტორი: ზურაბ შენგელია
ასევე იხილეთ:
"პატრონი 2-3 წლის წინ გარდაცვლილა და ვაკის სასაფლაოზეა დაკრძალული..." მას შემდეგ გერმანული ნაგაზი სასაფლაოს არ ტოვებს
"საჭესთან მე და თავზე მტრედი.. ვინმე ამიხსნით რას ნიშნავს ეს ყველაფერი?"- ქართველი გოგონას ერთი უცნაური დღე