„მუხლი 103. ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა (15.12.2010)
1.ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა -
გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო თანამდებობის პირის დაჯარიმებას - შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ
2.ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში -
გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
3.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში -
გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“
დამატებით განვმარტავთ, რომ „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის N 351 ბრძანებულების შესაბამისად, მინიმალურ ხელფასთან (შრომის ანაზღაურებასთან) დაკავშირებული სანქციების, ჯარიმებისა და სამართალდარღვევებისათვის გათვალისწინებული სხვა გადასახდელებისათვის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა (მინიმალური ხელფასი) განისაზღვრა 40 ლარით.
სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო.