რატომ არ უნდა მოკლათ ობობა, რომელიც თქვენს სახლში ბინადრობს?
რატომ არ უნდა მოკლათ ობობა, რომელიც თქვენს სახლში ბინადრობს?
"ვიცი, რომ ადამიანების გადაბირება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა, ნება მომეცით ვცადო: არ მოკლათ ობობა, რომელსაც თქვენს სახლში დაინახავთ", - წერს კაროლინას (აშშ) უნივერსიტეტის მკვლევარი-ენტომოლოგი მეთ ბერტონი.

რატომ არ უნდა მოვკლათ ჩვენს სახლში "დაბინავებული" ობობა? იმიტომ, რომ ის მთავარი ნაწილია ბუნების და ჩვენი ბინის ეკოსისტემის, რომელიც დამოუკიდებელი ორგანიზმია.

ადამიანებს მოსწონთ, როდესაც მათი სახლი მყუდრო, იზოლირებული და გარემოს მოწყვეტილია, თუმცა, ოთახებში შესაძლოა, სხვადასხვა სახეობის ობობა შეგვხვდეს. ერთი მათგანი შემთხვევით მოხვდა მახეში, ხოლო სხვები დროებითი სტუმრები არიან. ზოგიერთი სახეობა სიამოვნებით მკვიდრდება შენობის შიგნით, სადაც
მრავლდება და ცხოვრებას ბედნიერად აგრძელებს. 
ჩვეულებრივ, ობობისნაირები, რომლებიც ბინაში გვხვდებიან, არ არიან აგრესიულები და ჩვენი
ჯანმრთელობისთვის საშიშნი. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ ადამიანებს სარგებელი მოუტანონ - ისინი იკვებებიან იმ მწერებით, რომლებიც ბინაში შესაძლოა ბინადრობდნენ. მეტიც, ჭამენ სხვა ობობებს.

ობობები კუთხეებში აბამენ ქსელებს, რათა მსხვერპლი დაიჭირონ, ზოგჯერ ნადავლს თავს მკვდრად აჩვენებენ.

Zooclub

ისინი არიან უნივერსალური მტაცებლები, რომლებიც მზად არიან მიირთვან ყველაფერი, რაც ქსელში მოხვდება. ობობები იჭერენ და ჭამენ იმ მწერებსაც (მაგალითად კოღოები), რომლებსაც ადამიანზე გადააქვთ სხვადასხვა დაავადება, ამიტომ ობობას მოკვლა არა მარტო სიცოცხლის მოსპობა, არამედ თქვენი ბინის მთავარი მტაცებლის გაქრობაა, რომელიც სხვადასხვა სახეობის მწერებისგან გიცავთ.

თითქმის ყველა ობობა შხამიანია, თუმცა, უმეტესი ინდივიდის შხამი ძალიან სუსტია იმისათვის, რომ ადამიანის ორგანიზმს ზიანი მიაყენოს. ისიც, იმ შემთხვევაში, თუ შეძლებენ თქვენს სხეულზე შეხებას.

Zooclub

ობობები ადამიანებს გაურბიან, რადგან ჩვენ ბევრად საშიშნი ვართ მათთვის, ვიდრე ისინი ჩვენთვის. ობობას ნაკბენი ძალიან იშვიათობაა. უდავოა, არსებობენ გაცილებით საშიში სახეობები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენონ. მაგალითად, შავი ქვრივი, რომელიც გავრცელებულია ჩრდ. ამერიკაში, ავსტრალიასა და ოკეანეთის კუნძულებზე, თუმცა, იშვიათია ადამიანი, რომელსაც ობობასგან ზიანი მიუღია.

თუ თქვენს ბინაში, ეზოში, ავტო ფარეხში ობობების არსებობა პრობლემას წარმოადგენს, იმის მაგივრად, რომ ადგილზევე გასრისოთ, ეცადეთ მისი დაჭერა და ქუჩაში გაშვება. ის თავის გზას აუცილებლად იპოვის და ორივე მხარე კმაყოფილი გააგრძელებთ ცხოვრებას.

მაგრამ, თუ სახლში ობობას ხილვა თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს (ფობია, ზიზღი და ა.შ.) , შეგიძლიათ მის გარემოცვაში ცხოვრება გააგრძელოთ.  სიმართლე რომ ვთქვათ, რომც ვერ ხედავდე, ისინი მაინც თქვენს სიახლოვეს არიან. ამიტომ, მომდევნო ობობასთან შეხვედრის შემთხვევაში, გაიხსენეთ შემდეგი გამოთქმა: "იცხოვრე და  სხვებსაც მიეცი სიცოცხლის უფლება!"

ასევე იხილეთ:

თუ ოდესმე სახლში თაგვს დაიჭერთ, ეს უნდა იცოდეთ

30 წლის შემდეგ ოკეანეში არცერთი თევზი არ დარჩება და აი, რატომ...

მითები ცხოველებზე, რომლებისაც ადამიანების უმეტესობას სჯერა
ხეჩო
გაუმარჯოს ობობებს!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?