ფრთამატყლიანი - საოცარი ცხოველი, რომელმაც ფრენა თითქმის ისწავლა
ფრთამატყლიანი - საოცარი ცხოველი, რომელმაც ფრენა თითქმის ისწავლა
ძუძუმწოვართა წარმომადგენლები თავიდან ხმელეთის ცხოველები იყვნენ, თუმცა, ევოლუციის პროცესში ზოგიერთმა მათგანმა ფრენა ისწავლა. ეს ყველასთვის ცნობილი ღამურა და სხვა ხელფრთიანები არიან. ამის ერთ-ერთი მაგალითია ეგზოტიკური ფრთამატყლიანი, რომლის უნარებიც მფრინავ ციყვს აღემატება, მაგრამ მფრინავ ცხოველებს (მაგ. ღამურა) ბევრად ჩამორჩება.

დედამიწაზე ამჟამად ფრთამატყლიანის მხოლოდ ორი სახეობა ბინადრობს - ფილიპინური  და მალაიური, მაგრამ პალეონტოლოგ​ების მონაცემებით, გეოლოგიურ პერიოდში, მათი სახეობა გაცილებით მეტი იყო. ორივე სახეობა პატარა ზომისაა, მათი წონა 1-1,7 კგ-მდეა და ბეწვის შეფერილობით ერთმანეთისგან უმნიშვნელოდ განსხვავდებიან.

Zooclub

ფრთმატყლიანის ბინადრობის არეალი სამხრეთ აზიის ტროპიკული ტყეებია. ეს ცხოველები მთელ
ცხოვრებას ხეებზე ატარებენ და არასოდეს ჩამოდიან ხმელეთზე. მათ დღისით ხის ტოტებზე თათებით ჩაჭიდებული სძინავთ (ზარმაცას
მსგავსად), ხოლო ღამე საკვებს მოიპოვებენ - იკვებებიან ფოთლებით, ყლორტებით და სხვადასხვა მცენარის ნაყოფით. სწორედ ამ დროს, შეიძლება იხილოთ საოცარი სანახაობა - ფრთამაყლიანის ფრენა.

Zooclub

შესაძლოა, ამ ცხოველს სხვა ფრინველებივით ფრენა არ შეუძლია, თუმცა, საოცარი მოქნილობით გადაადგილდება ხიდან ხეზე, ისევე როგორც მფრინავი ციყვი.

ფრთამატყლიანის კიდურები საკმაოდ სქელი ტყავით არის შემოსაზღვრული. ის დაფარულია ბეწვით. გადაფრენის დროს ტყავი მაქსიმალურად ფართოვდება და ერთმანეთს უკავშირებს კისერს, კიდურებსა და კუდს. გარდა ამისა, ცხოველს პატარა თითებს შორის აღენიშნება აპკი, რომელიც ასევე გადაადგილებისას ეხმარება. ფრთამატყლიანებს თითებზე აქვთ თავისებური ბალიშები, რომლებიც ცხოველს ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას წარმატებულ დაშვებაში ეხმარება.

Zooclub

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ევოლუციის პროცესში განვითარებული სხვადასხვა უნარისა, საშიშროების დროს ფრთამატყლიანები სრულიად უუნაროები არიან - ამ დროს მათი გადაადგილების პროცესი რთულდება, მათი მოძრაობები ნელდება და ცხოველი ხდება მოუქნელი.

ასევე იხილეთ:

მფრინავი ციყვები - ყველაზე საყვარელი მღრღნელები დედამიწაზე

ეს გიგანტური და ფერადქურქიანი ციყვები მხოლოდ ერთ ქვეყანაში ცხოვრობენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?