მელბურნელი (ავსტრალია) ნიკოლ გრეჰემის ცხენი, 18 წლის ასტრო, საფლობში ჩავარდა. მას მიჰყვა ქალიშვილის ცხენი, რომლის გაფრთხილებაც ვერ შეძლეს. ნიკოლმა მოახერხა ქალიშვილისა და მისი ცხენის სამშვიდობოს გამოყვანა, მაგრამ ასტრო საფლობში ჩარჩა.
3 საათის განმავლობაში, ქალი ცდილობდა, ცხოველს მყარ მიწაზე გამოსვლაში დახმარებოდა. თუმცა, დახმარების მოსვლამდე, მძიმე წონის გამო, ორივე უფრო მეტად ჩაითრია საფლობმა.
მას მერე, რაც ქალიშვილი ცხენთან ერთად ამოიყვანეს, ნიკოლი ასტროსთან, მის დასამშვიდებლად დარჩა. მათ უნდა მოესწროთ გამოსვლა, სანამ
ასტროს დამაწყნარებელი გაუკეთეს იმისათვის, რომ აღარ დაეხარჯა ძალები მანამ, სანამ მათ გდარჩენას ცდილობდნენ. მაშველებმა სხვადასხვა ხერხი სცადეს, მათ განკარგულებაში შვეულმფრენიც კი იყო, მაგრამ ამოყვანა ვერაფრით შეძლეს. საფლობი ჭაობივით ითრევდა.
ყველა ცდილობდა სწრაფად ემუშავა, რადგან მოქცევა სულ უფრო ახლოვდებოდა. საბოლოოდ, ყველა ცდა წარმატებით დასრულდა და ასტრომ საფლობიდან თავის დაღწევა შეძლო. სამშვიდობოზე გამოსვლისთანავე გადაღლილი ცხოველი მიწაზე დაეცა.
აუცილებელი დასვენების შემდეგ, ყველა საფლობის ჭუჭყისგან გასუფთავდა და სახლისაკენ გაეშურა.
ნიკოლ გრეჰემი ცხენების კბილების მკურნალობითაა დაკავებული და 10 ცხენიჰყავს. მისი სიტყვებით, იმ 20 წლის მანძილზე, რაც ამ ცხოველებითაა გატაცებული, მსგავსი არასდროს შემთხვევია. ამ ქალბატონის დამოკიდებულება თავისი ცხოველებისადმი უბრალოდ გასაოცარია - ყველას არ შეუძლია ცხოველის საკუთარი სიცოცხლის ფასად გადარჩენა.
იხილეთ ფოტოგალერეა