როგორც იტალიურმა გაზეთ "მასაჯერომ" გაავრცელა, მოხეტიალე ცირკი "ორფეო", რომელიც წარმოდგენებს მართავდა ქალაქ ბერშთან ახლოს, მაყურებლებს ატყუებდა და ორ ჩაუ-ჩაუს ლეკვს, როგორც იშვიათ ჩინურ ცხოველებს, ისე ასაღებდა. ამასთან ერთად, სხვა ცხოველებთან შედარებით, "პანდებთან" ფოტოს გადაღება უფრო ძვირი იყო.
ეს ფანდი შემთხვევით ადგილობრივმა ცხოველთა დამცველებმა შეამჩნიეს. ისინი გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც ერთ-ერთი წარმოდგენის დროს, პანდების მაგივრად,
"არ შეიძლება, ფულის გამო, ცხოველს ასე მოექცე."- ამბობენ ცხოველთა დამცველები.
პოლიციამ ცირკის ადმინისტრაციას ლეკვები ჩამოართვა.
როგორც შემდგომ გაირკვა, ცირკი არა მხოლოდ ტყუილში დაადანაშაულეს, არამედ მათ უნგრეთში დამზადებული ყალბი საბუთებიც აღმოუჩინეს. ცირკის დირექტორი დანაშაულს უარყოფს და ამბობს, თითქოს არასოდეს გაუხმოვანებიათ ამ ლეკვებზე, რომ ისინი პანდები იყვნენ.
ასევე იხილეთ:
ძაღლი ზრუნავს ფეხმოტეხილ ლეკვზე
ბავშვების რეაქცია, როდესაც მამამ საჩუქარი გაუკეთა
ლეკვებმა ინვალიდ ძაღლს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნეს