გაგისინჯავთ ლოკოკინის ხიზილალა?
გაგისინჯავთ ლოკოკინის ხიზილალა?
მწარმოებლები გვარწმუნებენ, რომ ლოკოკინის ხიზილალას "ჰაეროვანი შემოდგომის გემო აქვს". იგი ზუთხის ხიზილალისგან, როგორც შესახედავად, ისე გემოთი განსხვავდება.

ცნობილია, რომ ლოკოკინის ხიზილალის შენახვის ვადა 3 თვეს შეადგენს. ევროპაში ამ დელიკატესის 50 გრამი 115 დოლარად იყიდება, დაახლოებით ასეთივე ფასი აქვს ზუთხის ხიზილალას.

Zooclub

ხიზილალის მოპოვების პროცესი საკმაოდ შრომატევადია, რადგან ეს არსებები წელიწადში მხოლოდ ორჯერ დებენ რამოდენიმე კვერცხს 3 გრამის ოდენობით (დაახლოებით 100 ქვირითი). ლოკოკინას ქვირითი ზომით ოდნავ დიდია ორაგულის ქვირითზე, ხოლო გემოთი ზუთხისას წააგავს.

Zooclub

ლოკოკინას ხიზილალის გაყიდვის იდეა ორ ფერმერს ეკუთვნით. ისინი წარმოშობით საფრანგეთის ჩრდილოეთიდან,
პიკარდიიდან არიან. ერთხელ ცოლ-ქმარი დმინიკი და სილვი პიერი,
რომლებსაც ლოკოკინების ფერმა აქვთ, დაფიქრდნენ იმის შესახებ, რომ რეალურად მიიღონ ხიზილალის კარგი მოსავალი - 50 000 ლოკოკინისგან.

Zooclub

მათ საკუთარი იდეის რეალიზაციისთვის 3 წელი დასჭირდათ. ამ პერიოდის განმავლობაში ფერმერებმა მოაგვარეს პროდუქტის მიღების პროცესი, ლოკოკინებისთვის სპეციალური დიეტა მოიგონეს და გამოიმუშავეს მათი ქვირითის უსაფრთხო შენახვის საშუალება, რისი მეშვეობითაც იგი არ კარგავს თავის ნაზ გემოს.

Zooclub

ლოკოკინას ხიზილალის გასინჯვისას, თქვენ იგრძნობთ ტყეს წვიმის შემდეგ, სოკოებისა და მუხის ფოთლების არომატს, ტენიანი ტორფის ხავსის რბილ სურნელს, რაც ძალიან ახლოსაა შემოდგომის არომატებთან...

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub


Zooclub

ტრულალა
ჰაეროვანი შემოდგომა!!!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?