ქალაქის მერმა ნიანგზე მეორედ იქორწინა
ქალაქის მერმა ნიანგზე მეორედ იქორწინა
პატარა ქალაქის მერი ნიანგზე დაქორწინდა. "International Business Times"-ის ცნობით, მექსიკის ერთ-ერთი პატარა ქალაქის, სან პედრო ხუამელულის მერისთვის, ჯოელ ბასკეს როხასისთვის ეს ქორწინება, ბოლო 2 წლის მანძილზე, მეორეა. საქმე იმაშია, რომ წინა წელს როხასმა პირველად იქორწინა ნიანგზე.

ცერემონიაზე პატარძალი ნიანგი საქორწინო კაბით შემოსეს. მას შემდეგ, რაც წარმოითქვა ფიცი და ჩატარდა რიგი სარიტუალო მოქმედებები, ნეფემ დედოფალს აკოცა. ნიანგს ამ დროს პირი თოკით ჰქონდა შეკრული.

ცერემონიის შემდეგ ცეკვები და სადღესასწაულო ფეიერვერკი მოეწყო. ბოლოს კი ცხოველი სადაც დაიჭირეს, იქ გაუშვეს.

ცერემონია ქალაქის აყვავების მიზნით გაიმართა. ადგილობრივი მცხოვრებლები
იმედოვნებენ, რომ ამის მერე მეთევზეებს ხელი მოემართებათ.

აღსანიშნავია, რომ ქორწილის ყველა ხარჯი მოქალაქეებმა საკუთარ თავზე
აიღეს.



aba
სიძის სექსუალური ორიენტაცია?პატარძალი ქალიშვილი იყო თუ ქორწინება მისთვისაც მერამდენეა
aba
ნიანგი დედალი იყო თუ მამალი?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?