ფილმის გადაღების დროს ჯონი დეპი ახალშობილ ღამურას შეხვდა (10 ფოტო)
ფილმის გადაღების დროს ჯონი დეპი ახალშობილ ღამურას შეხვდა (10 ფოტო)
ფილმ "კარიბის ზღვის მეკობრეების" ბოლო ეპიზოდს ავსტრალიაში იღებენ. როგორც ცნობილია, ამ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი ყველასათვის საყვარელი მსახიობი ჯონი დეპია. რამდენიმე კადრი ავსტრალიის ღამურების დახმარების ცენტრის სიახლოვეს გადაიღეს.

გადაღებების დასრულების შემდეგ დეპმა გაამხილა, რომ ძალიან უყვარს ღამურები და გადაწყვიტა ღამურების ცენტრში სტუმრობა.

ცენტრში ბინადრობს არაერთი უდედოდ დარჩენილი პატარა ღამურა, რომლებსაც ბუნებრივ გარემოში გადარჩენის შანსები ძალიან მცირე აქვთ. ისინი რამდენიმე თვე რჩებიან მომვლელების მეთვალყურეობის ქევშ იმ დრომდე, სანამ დამოუკიდებლად ცხოვრების გაგრძელებას შეძლებენ, ხოლო შემდეგ ცენტრის თანამშრომლები ღამურებს ისევ ბუნებრივ გარემოში აბრუნებენ.

მსახიობი შეხვდა კლინიკის ყველაზე პატარა "პაციენტს", რომელმაც შტორმის დროს დედა დაკარგა. დეპმა ის ხელში აიყვანა, მოეფერა და
საკვებიც თავად აჭამა. პატარა ღამურა არ შეუშინდა მსახიობს და ხელზე ეჭიდებოდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

ჯონი დეპის ცოლი სასამართლოში დაიბარეს

ჯონი დეპის ლეკვებს ევთანაზია ემუქრებათ

ცხოველთა დამცველი ვარსკვლავები
გალერეა
BOBI BRAUNI
ვაიმე ავტირდი ტო....რა გულისამაჩუყებელია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?