როგორ უნდა დაუმეგობრდე ცხენს
როგორ უნდა დაუმეგობრდე ცხენს
როგორ უნდა გამოძებნოთ საერთო ენა ცხენთან, თუ გსურთ საცხენოსნო კლუბში გაწევრიანება ან უბრალოდ, ერთხელ ცხენით გასეირნება? ცხენთან ერთად ხომ შეიძლება არა მხოლოდ გაერთო, არამედ იმეგობრო კიდეც.

ცხენი არ არის მხოლოდ ლამაზი და გრაციოზული ცხოველი, ის ასევე ადამიანების დამხმარეა. სწორედ ცხენმა შეაძლებინა ადამიანს ხვნა, თესვა, დიდ ტერიტორიაზე სწრაფი გადაადგილება და სიმძიმეების ტარება. ამ ცხოველებს ახლაც შეუძლიათ გახდნენ ადამიანების მეგობრები და მკურნალებიც კი, რომლებიც ხსნიან სტრესს და სიცოცხლის ენერგიას ასხივებენ.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ცხენის ტარების სწავლა - ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს მასთან დამეგობრებას.

თუმცა,
ყოველთვის მნიშვნელოვანია პირველი შთაბეჭდილება. არ უნდა გეშინოდეს, რომ ცხენი გაგიტაცებს ან გიკბენს. არ შეგეშინდეთ და
მშვიდად იყავით. ცხოველები ამას გრძნობენ. ცხენებთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ მათ სუსტი მხედველობა აქვთ. თუ უკნიდან მიუახლოვდებით, ან მისი სახის პირისპირ დადგებით, ცხენი უბრალოდ ვერ დაგინახავთ. მაგრამ როგორც კი ორიოდე ნაბიჯით მოსცილდებით, მაშინვე დაინახავს ადამიანის მოხაზულობას. რამდენადაც ცხენები მშიშრები არიან, განსაკუთრებით ახალგაზრდა ცხენები, სჯობს, არ გამოსცადოთ მათი მოთმინება. ცხენს ყოველთვის მიუახლოვდით წინიდან და გარკვეული მანძილის დისტანცია დაიჭირეთ.

სამაგიეროდ, ცხენებს შესანიშნავად ესმით და ცნობენ ხმას. მათი ყურები მუდმივად მოძრაობენ და სრულიად უმნიშვნელო ბგერებსაც კი იჭერენ. ამიტომ ცხენებს თქვენს ხმაში შეუძლიათ გაარჩიონ შიში ან სიუხეშე. ცხოველებთან საუბარი საჭიროა დინჯად და აუღელვებლად. მაგრამ ამასთან, ალერსიანი ტონით. ცხენს არ უნდა უყვიროთ. გახსოვდეთ, რომ ადამიანი ლიდერია სისტემაში "მხედარი - ცხენი", აქიდან გამომდინარე, მის მიერ გაცემულ ბრძანებათა ფორმაზეა დამოკიდებული მათივე შესრულება. 

ცხენის ტარების დროს აუცილებელია მისი შექება, უნდა ესაუბროთ სასიამოვნო ხმით, უთხრათ მოფერებითი სიტყვები, რბილად დაარტყათ ხელი კისერზე, მოეფეროთ ფაფარზე. ცხენები გრძნობენ ინტონაციას და თქვენს დამოკიდებულებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ ესმით სიტყვების მნიშვნელობა, მისი მართვა ხდება სადავეებით. "შეჩერდი" ბრძანების მაგიერ, უნდა მოჭიმოთ სადავეები თქვენკენ.

Zooclub

ცხენს ძალიან ფაქიზი ყნოსვა აქვს. ამიტომ, თუ თქვენს ყნოსვას იწყებს, ან ცხვირით თქვენი ტანსაცმლისკენ იწევს, არ შეგეშინდეთ, ის მხოლოდ გეცნობათ.

ასევე ადვილია ცხენის ნდობის მოპოვება ტკბილი სასუსნავების მიცემით. ამ ცხოველებს განსაკუთრებით უყვართ სტაფილო და ვაშლი, ორცხობილა და შაქარი. ცხენს უნდა აჭამოთ ღია ხელისგულიდან, რადგან შემთხვევით თითები არ დაგიზიანოთ. მიცემამდე, ყველა ხილი და ბოსტნეული სჯობს გარეცხოთ და გადაავლოთ მდუღარე წყალი.

თუ დაუმეგობრდით ცხენს, იგრძენით მისი სუნთქვა თქვენს ხელისგულზე, მიხვდით, რომ ცხოველი გისმენთ, გაეშურეთ მასთან ერთად სასეირნოდ ლამაზ ადგილებში. ეს თქვენ ზღვა სიამოვნებას მოგანიჭებთ, მოგიხსნით დაღლილობას და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას გაჩუქებთ.
bebe
ბოსტნეული და ხილი გაურეცხეთ ან დაუმდუღრეთო ,,,,,,,,,, მინდორიც ხო არ დაგვემდუღრა, სადაც ცხენი ბალახობს?
ჯიჯი
რატომ ქალებს, "ჯუმო"? ცხენი კაცის მეგობარი უფრო იყო ოდითგანვე! წარმოიდგინე, ძველად, ბრძოლაში შესულს ცხენი, რომ გეურჩება და არ მოგვყვება... კარგი საბრძოლო ცხენი ახლანდელ ტანკს თუ არა დაზგის ("სტანკოვი") ტყვიამფქვრევს მაინც უდრიდა! საუკეთესო მეგობარი და გადამრჩენელი იყო! ახლაც ასეა, ცხენზე გონიერი, კეთილშობილი და მგრძნობიარე ცხოველი არ არის! ვინც არ იცის – ცხენი, ძაღლივით ვერ გამოხატავს თორემ, გაცილებით მეტს გრძნობს და იგებს! ადამიანის, ყველაზე საუკეთესო მეგობარია! მოეფერეთ და გიყვარდეთ ცხენი, კაცსაც და ქალსაც!
jumo
ცხენი ქალებს უყვართ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?