ფინეთში დათვმა ხატვა დაიწყო (+ფოტო & ვიდეო)
ფინეთში დათვმა ხატვა დაიწყო (+ფოტო & ვიდეო)
ფინეთში დათვმა იუსომ სახელი გაითქვა მას შემდეგ, რაც მისი ექვსი ნახატი გაიყიდა.
ამის მერე ახალ ფინელ "მხატვარზე" მსოფლიო მედიაში დაიწერა.

ის ჯერ კიდევ ბელი იპოვეს ტყეში. დედა არსად ჩანდა. ის ცხოველთა ცენტში, სახელად კუუსამოში გაიზარდა. ახლა დათვი 1000 ფუნტს იწონის.

იუსოს ხატვის ნიჭი სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩნდა და მან უკვე დახატა 13 ნახატი, რომელთაგან 6 უკვე გაიყიდა. თანხა მოხმარდებათ კუუსამოს ცენტრის ცხოველებს, რომლებიც ტყეში მშობლების გარეშე იპოვეს, ან ავარიის შემდეგ მოუარეს.

დათვის პატრონები აღნიშნავენ, რომ მას ხატვის განსაკუთრებული მანერა აქვს - ის მთელ ტანს იყენებს და ტკბება თავისივე შემოქმედებით.

ფინელ მხატვარ დათვს ახლა უკვე თავისი საიტი აქვს, სადაც მისი ნამუშევრებია
გამოფენილი.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?