მან გზის პირას მკვდარი ირემი ნახა. ის, რაც ამის მერე მოხდა სიხარულის ცრემლს მოგგვრით...
მან გზის პირას მკვდარი ირემი ნახა. ის, რაც ამის მერე მოხდა სიხარულის ცრემლს მოგგვრით...
ეს საოცარი ისტორია მსხვილი ჩლიქოსანი ცხოველების სარეაბილიტაციო ცენტრის, Hillside Animal Sanctuary-ის თანამშრომელს შეემთხვა. ეს ორგანიზაცია იცავს ცხოველების უფლებებს და ფერმაში ცუდი მოვლის შედეგად დაშავებულ ცხენებსა და ძროხებზე ზრუნავს.

რამოდენიმე დღის წინ ცენტრის მოხალისე ავტომანქანით ქალაქგარეთ ტრასაზე, ინგლისში ქალაქ ნორვიჩის ახლოს მოძრაობდა. უეცრად მან ირემი შეამჩნია, რომელიც გზის პირას იწვა. მანქანიდან გადმოსულმა აღმოაჩინა, რომ ცხოველი უკვე მკვდარი იყო. სავარაუდოდ მას სულ რამოდენიმე წუთის წინ მანქანა დაეჯახა და ადგილზევე მოკლა.

გულდასმით დათვალიერებისას ირემი მაკე აღმოჩნდა. მეტიც, ნაყოფი მუცელში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო! საბედნიეროდ, ცენტრის
მუშაკს მანქანაში ქირურგიული ინსტრუმენტები ჰქონდა. მან დაღუპული დედის მუცლიდან ერთი ციდა ირემი ამოიყვანა. ირემი სულ
პაწია იყო, ამიტომ Hillside Animal Sanctuary-ის მუშაკებს სერიოზულად ეშინოდათ მისი სიცოცხლის გამო. თუმცა, პატარა ნამდვილი მებრძოლი აღმოჩნდა.

Zooclub

მას შესანიშნავი მადა აქვს და უკვე წამოდგომას ცდილობს. ირემი სრულიად ჯანმრთელია და ცენტრის ყველა თანამშრომელს გულს უხარებს.

ეს უბრალოდ საოცრებაა, რომ ამ უსაყვარლესი არსების გადარჩენა შეძლეს! მას გარკვეულ ასაკამდე წამოზრდიან და ბუნებაში გაუშვებენ, სადაც ის ბედნიერად იცხოვრებს!

Zooclub
neli
მეც მინდა
მანჩო
რა საყვარელია!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?