თბილისის ზოოპარკში მიმდინარე კვირას რიგიდან ახალ ფრინველებსა და ცხოველებს ჩამოიყვანენ (+ვიდეო)
 თბილისის ზოოპარკში მიმდინარე კვირას რიგიდან ახალ ფრინველებსა და ცხოველებს ჩამოიყვანენ (+ვიდეო)
თბილისის ზოოპარკი რიგის ზოოპარკის საჩუქარს მიმდინარე კვირას მიიღებს. თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მზია შარაშენიძის განცხადებით, რიგიდან 19 მარტს ავიარეისით ჩამოაფრენენ დიდი თითიყუშის სახეობას, ორ არარას. 21 მარტს კი ბათუმში, გემით შემოიყვანენ ცხოველებს.

"რიგის ზოოპარკისგან თბილისის ზოოპარკს საჩუქრად გადაეცემა 3 ალპაკა, ერთი აქლემი და 1 აზავერი, რომელთა ტრანსპორტირება თბილისში მოხდება", - განაცხადა შარაშენიძემ.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, რიგამ ცხოველების ტრანსპორტირებისათვის 15 000 ევრო გამოყო.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?