ვეტერინარები: ჰომეოპათიური მკურნალობა ცხოველებისთვის მავნებელია
ვეტერინარები: ჰომეოპათიური მკურნალობა ცხოველებისთვის მავნებელია
"საერთაშორისო ვეტერინარული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს შემდეგი პეტიცია - აიკრძალოს ჰომეოპათიური მკურნალობა შინაურ ცხოველებში, რადგან ამ "წამლის" ერთადერთი შედეგი პლაცებოს ეფექტია, რომელიც ადამიანებისგან განსხვავებით, ცხოველზე არ მოქმედებს. ათასზე მეტმა ვეტერინარმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც კრძალავს ჰომეოპათიურ მკურნალობას ცხოველებში."- წერს ჟურნალი "The Telegraph"-ი.

ედიმბურგის უნივერსიტეტის მკვლევარ დენი ჩემერის თქმით, ჰომეოპათიური მედიკამენტების ეფექტურობას არ გააჩნია სამეცნიერო მტკიცებულება. არატრადიციული მეთოდით მკურნალობამ შესაძლოა ცხოველი მიიყვანოს ტანჯვამდე და სიკვდილამდეც კი.

ადამიანი, რომელიც ჰომეოპათიურ წამლებს იღებს, ფსიქოლოგიურად იჯერებს მის ეფექტურობას იმ დროს, როცა ცხოველს არ ესმის, რა
კურნავს მას.

ჰომეოპათიური მედიცინის მომხრეები კი თვლიან, რომ არატრადიციული მეთოდით მკურნალობამ შესაძლოა ნებისმიერი დაავადება დაძლიოს - დაწყებული დეპრესიიდან, დამთავრებული მაღალი ტემპერატურით.

ასევე იხილეთ:

როგორ მივხვდეთ, რომ კატას რამე სტკივა?

როგორ მივხვდეთ არის თუ არა ჩვენი ძაღლი ავად

მართალია თუ არა, რომ ძაღლის ნერწყვს ადამიანის განკურნება შეუძლია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?