ამ ქალბატონმა ანონიმურად დარჩენა მოისურვა, მაგრამ მისი ისტორია სერიოზული გაფრთხილებაა. რაც არ უნდა იყოს, ცხოველები, რომლებიც ველურ ბუნებაში მტაცებლებად ითვლებიან, ხშირად სიურპრიზებს გვიწყობენ.
დავუბრუნდეთ პითონებს. ამ ქალბატონს ძალიან უყვარდა თავისი გველი და ფაქტობრივად ყველგან დაჰყავდა
საბედნიეროდ, ვეტერინარი ძალიან გამოცდილი სპეციალისტი აღმოჩნდა. გაიგო რა, რომ ქალბატონს პითონთან ერთად ეძინა, ექიმმა ერთადერთი სწორი დასკვნა გააკეთა - გველმა საკვების მიღება იმის გამო აკრძალა რომ… ის დიდი ტრაპეზისთვის ემზადებოდა!
პითონს ადამიანთან ასე ახლოს ყოფნის დროს, როგორც ჩანს, გაუჩნდა სურვილი თავისი გემრიელი პატრონით “წაეხემსა”, მაგრამ რადგანაც ადამიანის ორგანიზმი საკმაოდ მსხვილია, მან კვება აკრძალა, რომ თავის სხეულში ადგილი გაეთავისუფლებინა. სწორედ ეს იყო მიზეზი მისი სერიოზული შიმშილობისა!
ამ ქალბატონს გაუმართლა, რადგან დროზე რომ არ მიემართა ვეტერინარისთვის, შესაძლოა, საკუთარი შინაური ბინადრის ნადავლი გამხდარიყო.
კარგი იქნება თუ ისინი, რომლებსაც სახლში მსგავსი ქვეწარმავალი ჰყავთ, გაითვალისწინებენ, რომ არ დაიძინონ გველებთან ერთად! ყველა არსებას ხომ განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, მათი თვისებების გათვალისწინებით.