10 უვნებელი ცხოველი, რომელთა დანახვაც ადამიანებში შიშის განცდას იწვევს
10 უვნებელი ცხოველი, რომელთა დანახვაც ადამიანებში შიშის განცდას იწვევს
ადამიანები მიდრეკილნი არიან ეშინოდეთ იმის, რაც გარეგნულად არ მოსწონთ ან პირველად ხედავენ. ადამიანთა უმეტესობა ცოცხალი არსების თვისებებს მისი გარეგნობიდან გამომდინარე აფასებს, თუმცა, დიდი ალბათობაა, რომ ვცდებით. 

დააკვირდით ამ არსებებს, რომლებიც არ წარმოადგენენ ადამიანისთვის საშიშროებას, თუმცა, მათი დანახვისას უმეტესობა პანიკაში ვარდება.

გიგანტური აფრიკული მრავალფეხა

Zooclub

გიგანტური აფრიკული მრავალფეხა ერთ-ერთი უდიდესი მწერია მსოფლიოში. მართალია, მისი გარეგნობა უნდობლობას იწვევს, თუმცა, ის ძალიან მეგობრული არსებაა და მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში დიდი პოპულ
არობით სარგებლობს, როგორც შინაური ბინადარი.

ორბი

Zooclub

თუ თქვენ ცოცხალი ხართ, არ ღირს ამ ფრინველის მიმართ
შიში.

Chalcosoma atlas -ანუ ატლასის ხოჭო

Zooclub

უდავოა, ატლასის ხოჭო იმ მწერების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთან შეხვედრასაც არ მოისურვებდით, თუმცა, არ ღირს ნერვიულობად, რადგან რქები მას ეხმარება სხვა ხოჭოებთან ბრძოლაში და არა ადამიანებისთვის ზიანის მიყენებაში.

განური ჰავიალი

Zooclub

განური ჰავიალი გარეგნულად ძალიან ჰგავს ალიგატორსა და ნიანგს, სწორედ აქ მთავრდება მათი მსგავსებაც. მის საკვებ რაციონს მხოლოდ თევზები და ბაყაყები წარმოადგენენ.

მანტა

Zooclub

შესაძლოა, ზოგიერთი მანტას ზომა 7,5 მეტრამდე აღწევდეს, თუმცა, ის ნაზი გიგანტური არსებაა, რომელიც ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

გიგანტური ზვიგენი

Zooclub

მიუხედავად მისი სახელისა და საშინელი გარეგნობისა, გიგანტური ზვიგენი სავსებით უვნებელია და მეტიც, ისინი მეგობრული ხასიათით გამოირჩევიან.

რძისფერი-წითელი გველი

Zooclub

ადამიანებს ხშირად ეშლებათ  შხამიან გველში, რომელიც მას ძალიან ჰგავს. სწორედ ამიტომ, ის ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. სინამდვილეში რძისფერი გველი სავსებით უვნებელი ქვეწარმავალია ადამიანებისთვის. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რომ მას აქვს შავი ზოლები თეთრის გვერდით, მაგრამ თუ შავი ზოლები ყვითელ ზოლებთან აქვს ეს შხამიანი გველის სახეობაა.

მელოტი თხუნელა

Zooclub

მისი გარეგნობა შიშისმომგვრელია. საბედნიეროდ, ის ზედაპირზე ძალიან იშვიათად ამოდის (სწორედ ამიტომ აქვს უხეში კანი), მაგრამ თუ მაინც შეამჩნევთ, დარწმუნებული იყავით, რომ ის თქვენ ვერ გხედავთ, რადგან უსინათლოა.

ტარანტული

Zooclub

მსოფლიოში უდიდესი ობობა, რომელსაც ყველაზე გრძელი საცეცები აქვს. ის ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

ღამურა

Zooclub

ღამურა ადამიანისთვის არ წარმოადგენს საშიშროებას, ის იკვებება შინაური ცხოველების (თხა, ძროხა და ა.შ.) სისხლით.

ასევე იხილეთ:

თქვენ ალბათ არასოდეს გსმენიათ ამ უცნაური ცხოველის შესახებ

იაგუარუნდი - იშვიათი ცხოველის სახეობა, რომელსაც გადაშენება ემუქრება

შოკისმომგვრელი ზომის ცხოველები და მწერები

manana-sh
რა? ღამურა არ არის საშიში? პირადად გამოვცადე! საწოლში ვიწექი როცა ოთახში შEმოფრინდა, არაფერი დამიშავებია და თმაში ჩამაფრინდა, არანაირ პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, ვცდილობდი ,,მშვიდობიანად" გამეშვა ისევ გარეთ, მაგრამ ხელი რომ მოვკიდე ახლა მაჯაზე ჩამაფრინდა და სისხლიც მადინა (ცნობისთვის აცრა არ ჩამიტარებია ), ასე რომ ყველაფერი ალბათ ინდივიდუალურია, ზოგი აგრესიულია,ზოგი - არა.
brola*
ტარანტული არ არის საშიში?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?