სპორტსმენმა გოგონამ თავისი ცხენის გადასარჩენად ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი თქვა
სპორტსმენმა გოგონამ თავისი ცხენის გადასარჩენად ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი თქვა
როგორ ფიქრობთ, რა უფრო ძვირფასია ადმაიანისთვის - ნამდვილი მეგობრობა, თუ ოლიმპიური ჯილდოები? საცხენოსნო სპორტის ჰოლანდიელ ჩემპიონს, ადელიდე კორნელისსენს ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქვს. მისთვის მისი მეგობარი ცხენის, პარციფალის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყველა ჯილდოზე ძვირფასია.

ჩვენ არ შეგვეძლო გვერდი აგვევლო ამ ისტორიისთვის. იმედი გვაქვს, რომ პარციფალი მალე მომჯობინდება და კიდევ არაერთ ჯილდოს მოიპოვებს.

არანაირი ნიშანი არ ყოფილა უბედურების: ადელინდა და მისი ცხენი რიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის ჩამოვიდნენ. პირველი რამოდენიმე დღე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ პარციფალს შხამიანმა მწერმა უკბინა. ამის გამო, საბრალო ცხენს
თავი გაუსივდა და სხეულის ტემპერატურა მოემატა.

Zooclub

ვეტერინარებმა ცხოველს სრული აუცილებელი დახმარება ჩაუტარეს და მალე ცხენმა თავი უკეთ იგრძნო. ადელინდა ისე განიცდიდა, რომ პარციფალს გვერდიდან არ შორდებოდა. ის საჯინიბოში ათევდა, სადაც ყოველ საათში პარციფალის მდგომარეობას ამოწმებდა. ინტენსიურმა თერაპიამ შედეგი გამოიღო და პარციფალი ფეხზე დადგა.

სპორტსმენმა გუნდის მხარდასაჭერად კვლავ განარძო ასპარეზობა. მაგრამ ძალიან მალე გაირკვა, რომ ცხენი ამისთვის მზად არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ იგი შეჯიბრზე დაუშვეს. ადელინდამ იგრძნო, რომ მისი მეგობარი ვერ შეძლებდა ასპარეზობას ისევე, როგორც ადრე და აქვე შეშინდა, რადგან შეჯიბრის გაგრძელების შემთხვევაში ცხენი შეიძლება დაზიანებულიყო. ამიტომ მან გაბედული გადაწყვეტილება მიიღო და პარციფალის ჯანმრთლობის გამო, შეჯიბრის გაგრძელებაზე უარი თქვა.

“მე ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ ჩემი მეგობარი დამეცვა. ჩემმა ცხენმა თავის ცხოვრებაში ბევრი რამ დათმო ჩემთვის და ის არ იმსახურებს, რომ გამოიყენონ. ამიტომ მე ხელი დავუქნიე მაყურებელს და არენა დავტოვე. პარციფალის სიცოცხლედ არაფერი ღირს. ოლიმპიადის ჯილდოც კი”, - დაწერა ადელინდამ თავისი ფეისბუქის გვერდზე.
bebe
არის ამ ქალში რაღაც ''ქართული''))))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?