ამ კადრების გადასაღებად რამდენიმე წელი ნადირობდნენ. გაიცანით მოუხელთებელი უდაბნოს კატა!
24.08.2016
რამდენიმე ხნის წინ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში იშვიათი
შემთხვევა მოხდა. მკვლევარებმა შეძლეს ფოტოებზე დაეფიქსირებინათ რამდენიმე უდაბნოს ანუ ქვიშის კატა, რომლებიც უნიკალური ცხოველები არიან და 10 წლის განმავლობაში აღარავის უნახავს.
რატომ იმალებიან ისინი?
მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ამასთანავე, ისინი ძალიან ფრთხილი ცხოველები არიან.
უდაბნოს კატას აქვს საოცარი უნარი. მას შეუძლია მწერისა და რეპტილიის მსგავსად ქვიშაში ჩაძვრეს, რათა უდაბნოს ძლიერ სიცხეს თავი დააღწიოს. ის პრაქტიკულად არასოდეს ტოვებს ნაკვალევს, რადგან თათის ბალიშებზე ფუმფულა ბეწვი აქვს.
ამ კადრების გადასაღებად რამდენიმე წელი ნადირობდნენ. გაიცანით მოუხელთებელი უდაბნოს კატა!" />
რთულია დაჯერება, თუმცა, ქვიშის კატა საერთოდ არ სვამს წყალს. ამ დანაკლისს საკვებიდან იღებს, კერძოდ, ფრინველებიდან და ქვეწარმავლებიდან.
მომდევნო ფოტოს გადასაღებად აბუ-დაბიში მცხოვრები მკვლევარები ქვიშის
კატებზე რამდენიმე თვე ნადირობდნენ. ისინი სხვადასხვა ტერიტორიაზე ტოვებდნენ საკვებით სავსე ყუთებს. საბოლოოდ, ძიებამ შედეგი გამოიღო.
სპეციალისტები დიდ იმედს იტოვებენ, რომ წითელ წიგნში შეყვანილი უდაბნოს კატის პოპულარიზაცია გაიზრდება. ასეთი საოცარი ცხოველი არ უნდა დარჩეს წარსულის მოგონებად.
ასევე იხილეთ:
ის 5 წლის განმავლობაში ჩასაფრებული ელოდა, რომ ეს კადრები გადაეღოფერმერს ეგონა, შინაური კატის კნუტები იპოვა და ისინი სახლში წაიყვანაკატები, რომლებიც ზრდასრულ ასაკშიც კნუტებს გვანან (+ფოტო)