დონალდ ტრამპის შვილები ცხოველების დახოცვით ერთობიან
დონალდ ტრამპის შვილები ცხოველების დახოცვით ერთობიან
9 ნოემბერს ამერიკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისას გამარჯვება მოიპოვა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა. არაერთი ადამიანი სკეპტიკურად შეხვდა მის არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა, ეს მოხდა. როგორი შვილები ჰყავს დონალდ ტრამპს, რომელიც შემდეგი 4 წლის მანძილზე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს ლიდერი იქნება?


2011 წელს ორი უმდიდრესი ახალგაზრდა მამაკაცი გაემგზავრა ზიმბამბვეს საფარაში, სადაც მათ მოკლეს უამრავი ცხოველი - ვივერა, სპილო და ა.შ. ამ მონადირეებს ერიკი და დონალდი ჰქვიათ. ბიჭებმა საფარაში ნადირობა-გართობის დროს გადაიღეს არაერთი ფოტო, სადაც ნადავლთან ერთად თავს იწონებენ. მიუხედავად მონადირეების ღიმილიანი გამოხედვისა, ბუნების
დამცველებმა მათი სიხარული არ გაიზიარეს და ეს საქციელი ამაზრზენად შეაფასეს.

უმცროსმა დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ნადირობის
დროს გადაღებული ფოტოები, სადაც ძმასთან ერიკთან ერთად იმყოფებოდა.

Zooclub

უნდა აღინიშნოს, რომ  მსგავსი ჰობი საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. ტრამპის შთამომავლებმა ზიმბაბვეს ბუნების დამცველებს გადაუხადეს ათი ათასობით დოლარი, რათა საფარაში ნადირობის ნებართვა მიეღოთ.

Zooclub

ძმებისთვის ნადირობა წარმატებული გამოდგა. მოკლულ ცხოველებს შორის იყვნენ უზარმაზარი კამეჩი, დიდი კუდუ, ნიანგი,  ვივერა და სპილო.

Zooclub

გამოქვეყნებულმა ფოტოებმა ცხოველთა დამცველების გაღიზიანება გამოიწვია.

ყველაზე დიდი აღშფოთება მოჰყვა ფოტოს, სადაც ახალგაზრდა ტრამპი სპილოს მოჭრილი კუდით პოზირებს.

Zooclub

კრიტიკოსებმა მოკლული სპილოს ფოტო ასე შეაფასეს: "უცოდველი ცხოველის მკვლელობა და გვამის წაბილწვა, რომელსაც გადაშენება ემუქრება."

ამის საპასუხოდ ტრამპის შვილმა ტვიტერზე გამოაქვეყნა კომენტარი, სადაც წერს, რომ მას არაფრის რცხვენია, რადგან დანაშაული არ ჩაუდენია, პირიქით ეს საამაყოდ მიაჩნია.

Zooclub

მისი თქმით, მან სპონსორობა გაუწია ადგილობრივ ეკონომიკას და ბუნების დაცვას. ასევე, უზრუნველყო ადგილობრივი ღარიბი მოსახლეობა ხორცით, რომელსაც ისინი იშვიათად ჭამენ. და მეტიც,  მათ მიერ მოკლული ცხოველების სახეობას არ ემუქრებათ გადაშენება, მათ შორის არც უიღბლო სპილოს.

Zooclub

"მსგავსი ნადირობა და არაფრისმომცემი მკვლელობა ათასობით ადამიანს შეურაცხყოფს. ეს პრივილეგირებული ახალგაზრდა ადამიანები გასართობად ნადირობდნენ და არა თვითგადარჩენისთვის", - აცხადებს აშშ-ს  "ჰუმანური ქცევის" მოძრაობის წარმომადგენელი მაიკლ მარკარიანი.

Zooclub

"ჩემს შვილებს უყვართ ნადირობა. ისინი საუკეთესო მონადირეები არიან. მე  არ მომწონს მსგავსი გართობა და მიკვირს, რომ ჩემი შვილები ამით სიამოვნებას იღებენ", - სწორედ ეს განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპმა გამოქვეყნებული ფოტოების შემდეგ.

ასევე იხილეთ:

გარეული ცხოველების რიცხვი, ბოლო 40 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად შემცირდა

მონადირეების კიდევ ერთი მსხვერპლი-აფრიკაში 30 წლის მანძილზე ყველაზე დიდი სპილო მოკლეს

ბოლო 10 წლის განმავლობაში ვეფხვების პოპულაციამ მოიმატა
კოტე
ნაძირლები!
inga
ეს რომ ტრამპის შვილები არ ყოფილიყვნენ ასე ხომ არ გააკრიტიკებდით?
გოგი
ვაჟკაცი შვილები გაუზრდია! ყოჩაღ ტრამპებო!
gio -s
უზრდელო, ყველაფერში პოლიტიკას ნუ ურევ!
ss
საფარი ეს კანონით დაშვებულია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?