სცივათ თუ არა ეკლიან ცხოველებს
სცივათ თუ არა ეკლიან ცხოველებს
ბეწვი არა მხოლოდ ათბობს ცხოველებს, არამედ იცავს მათ. დაცვა რომ საიმედო იყოს, ბეწვის საფარი ხანდახან იცვლება და თავისებურ აბჯრად იქცევა, მაგალითად - ნემსებად. საინტერესოა, ასეთი “აღჭურვილობა” იცავს თუ არა ცხოველს სიცივისგან? იყინებიან თუ არა მაჩვზღარბები ეკლიან ქურქში?

ასეთი კითხვა ბავშვების გარდა, როგორც ჩანს, სპეციალისტ-ზოოლოგებსაც აწუხებთ და მას პასუხი ეკოლოგიისა და ევოლუციის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარებმა გასცეს.
მეცნიერებმა საგულდაგულოდ შეისწავლეს ჩრდილოამერიკული მაჩვზღარბას ეკლების სითბოგამტარი და თერმოიზოლაციური თვისებები და დარწმუნდნენ, რომ ისინი მშვენივრად ათბობენ ცხოველებს.

კერატინი - მათი ნემსისებრი ეკლების მთავარი შემადგენელი ნაწილი.
სითბოს 10-ჯერ უკეთ ატარებს, ვიდრე ჰაერს. ამის გამო ეკლები “აბჯრის” თერმოგამტარობას აძლიერებს. შედეგად, ცხოველის ორგანიზმი
სითბოსაც კარგავს, თუმცა, ეკლების შიდა სტრუქტურა დამატებით თერმოგამოსხივების ეკრანიზებას ახდენს, რაც გაზრდილი თერმოგამტარობის კომპენსირებას იწვევს.

ასე რომ, მაჩვზღარბას, როგორც სხვა ეკლიან ცხოველებს, სულაც არ სცივა. ეკლიანი საფარი სწორედ იმდენ სითბოს ინახავს, რამდენიც აუცილებელია ამ ზომის თბილსისხლიანი ცხოველისთვის.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?