ჭიანჭველები სარკეში საკუთარ თავს ცნობენ
ჭიანჭველები სარკეში საკუთარ თავს ცნობენ
ბრიუსელის მეცნიერების ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ჭიანჭველებს სარკეში თავისი გამოსახულების ცნობა შეუძლიათ. ზოგიერთი ძუძუმწოვრისთვის დამახასიათბელი ეს თვისება შეიძლება, თვითშეგნების ნიშნად ჩაითვალოს.

ბელგიელმა ენტომოლოგებმა მარი-კლერმა და როჯერ კამმერმა გამოაქვეყნეს 2015 წლის კვლევების შედეგები (სამი წლით ადრე კამმერმა დაამტკიცა, რომ ჭიანჭველებს შეუძლიათ ფერებისა და გეომეტრიული ფიგურების გარჩევა).

ცდებს წითურ ჭიანჭველებზე (Myrmica) ატარებდნენ.

ათობით მწერი მოათავსეს პატარა უჯრაში, სადაც იყო სარკე. როდესაც ჭიანჭველები მის წინ აღმოჩნდებოდნენ, იწყებდნენ თავისა და ულვაშების სწრაფ ტრიალს, ხან ცდილობდნენ ანარეკლს შეხებოდნენ კიდეც.

ჭიანჭველების მეორე ჯგუფი გაუშვეს გამჭვირვალე შუშით გაყოფილ
სათავსოში. ამ შემთხვევაში ჭიანჭველები არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებდნენ მინისა და მის იქით მხარეს მყოფ სხვა
ჭიანჭველების მიმართ.

ექსპერიმენტის მეორე ნაწილში მეცნიერებმა ჭიანჭველას თავის წინა ნაწილზე საღებავი წაუსვეს. საკუთარ თავზე ლურჯი წერტილის აღმოჩენისას ჭიანჭელები ცდილობდნენ მის მოცილებას. თუ კი საღებავი წითურ-ყავისფერი იყო (ისეთივე, როგორიც თავად ჭიანჭველები არიან) ან თავის უკანა ნაწილზე იყო წასმული, მწერები არ რეაგირებდნენ.

საინტერესოა, რომ თავზე ლურჯსაღებავიან ჭიანჭელებს კოლონის სხვა წევრები ესხმოდნენ თავს. აქედან მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ჭიანჭველები ერთმანეთს სახეზე ცნობენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?