ასობით ამერიკელი თხებთან ერთად იოგით დაკავდა
ასობით ამერიკელი თხებთან ერთად იოგით დაკავდა
ამერიკის შტატ ორეგონოს მეწარმე ფერმერი იოგას მოყვარულებთან გაკვეთილს ატარებს. "იოგა თხებთან ერთად - ამ უჩვეულო ვარჯიშმა ასობით ამერიკელი მიიზიდა", - წერს "The Oregonian"-ი.

იოგა თხებთან ერთად ჩვეულებრივისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ადამიანებს შორის საყვარელი ცხოველები დადიან. ხანდახან, ვარჯიშის დროს მათ ციკნები ახტებიან. ცივ ამინდში ვარჯიში ბეღელში ტარდება.

ფერმის პატრონმა იოგისა და თხების გაერთიანება 2016 წელს გადაწყვიტა. აგვისტოში ამ საქმის დაწყების შესახებ პატარა ვიდეომ ინტერნეტში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამის შემდეგ ფერმა ფაქტობრივად უმკლავდება მოზღვავებულ მსურველებს. ამჯერად ვარჯიშზე ჩაწერილი 900-ზე მეტი ადმაიანი ჯერ
კიდევ თავის რიგს ელოდება.

“დეკემბერში ბეღელში თხებთან იოგას სადღესასწაულო ვარჯიშებს ვატარებდი", - ყვება მორზი. მისი
სიტყვებით, ადამიანები მოდიოდნენ სიეტლიდან და პორტლენდიდან, ზოგი ჩიკაგოდანაც კი ჩამოვიდა, საიდანაც მანძილი ფერმამდე 3.5 ათასი კილომეტრია".

მორზი ასეთ წარმატებას არ ელოდა. მან თავის დროზე მიატოვა კომპანია, სადაც 10 წელი მუშაობდა და თხებთან იოგას მთლიანად დაუთმო დრო. ორეგონოს შტატის უნივერსიტეტმა მასთან მოლაპარაკება გამართა, რის შემდეგაც შეთანხმდნენ, რომ იგი გასვლით ვარჯიშებს ჩაატარებს კამპუსის ტერიტორიაზე, ხოლო გაზაფხულზე, ღვინის კომპანია Emerson Vineyards-ი აპირებს, გამართოს საღამო, სადაც იოგასთან ერთად ღვინის დეგუსტაციაც მოეწყობა.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?