პითონის პატრონის საშინელი მხილება… ვერ წარმოიდგენთ, რას აკეთებდა ეს ქალბატონი..
პითონის პატრონის საშინელი მხილება… ვერ წარმოიდგენთ, რას აკეთებდა ეს ქალბატონი..
ესპანეთის პოლიციამ ქალაქ ლოხაში მცხოვრები ქალბატონის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. იგი თავის პითონს ცოცხალ ლეკვებსა და კნუტებს აჭმევდა. ამის შესახებ "Business Times"-ი იტყობინება.

ქალბატონმა ინტერნეტში სამეფო პითონის გაყიდვის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. ეს განცხადება წაიკითხა ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომელმა, რომლის ყურადღებაც მიიქცია ფოტომ, რომელზეც გველი ლეკვს ახრჩობდა.

მან განცხადებაში მითითებულ ნომერზე დარეკა და ქალბატონს თავი პოტენციურ მყიდველად მოაჩვენა. პითონის პატრონმა მას მოუყვა, რომ რეგულარულად აჭმევს თავის ბინადარს ცოცხალ კნუტებს, ლეკვებსა და ფრინველებს.

თავშესაფრის თანამშრომლებმა ამის შესახებ ესპანეთის ცხოველთა დაცვის განყოფილების გვარდიელებს შეარტყობინეს. პითონის
პატრონის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ქალბატონს ცხოველებისადმი სასტიკ ქმედებაში ადანაშაულებენ.

ესპანეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობა უსაფუძვლო
მკვლელობაზე ან შინაური ცხოველის დასახიჩრება 3 თვიდან 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სამეფო პითონი არ არის შხამიანი. მისი სიგრძე 1.2-დან 1.5 მეტრს აღწევს. ის მცირე ზომის ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით იკვებება.
gaga
თუ ცხოველის მოკვლა არ შეიძლება, მაშინ გამოდის რომ მაღაზიაში რაც ხორცია ნაპოვნი მკვდარი გახრწნილი ცხოველების ხორცი უნდა იყოს. თუ ეს ასე არ არის მაშინ ვინც ამ ცხოველებს ხოცავს და ყიდის იმათ რატომ არ იჭერენ! შერჩევითი სამართალია?
SHAURMA
ჩინელებს რატო არავინ სჯის....გაწყდა ძაღლის სახსენებელი
ოპელი-s
გაიხარე ძვირფასო, ზუსტად მაგის დაწერას ვაპირებდი! პატივისცემით, ფისო-გორი
ოპელი
===== -ს რას ქვია ცხოველი ვინ უნდა მოაკვდინოს! - ანუ ხორცი იყიდონ მაღაზიაში! რა ვერ გეიგე? აბა ცოცხალი კნუტები და ლეკვები უნდა აჭამონ? ანუ თავად უნდა მოაკვდინოს თავის ხელით ცხოველები - ანუ გველს აჭამოს? სულელია ადამიანი და გველის უფლება მართლა დარღვეულია იმით, რომ ტუტუც ადამიანს ყავს სახლში! და ეს ადამიანი ჩვეულებრივი მკვლელია იმის გამო, რომ გაისწოროს საკუთარი ხუშტურები და ყავდეს გველი სახლში!.. გველი არ არის სახლის! - ანუ ცხოველი, რომელიც სხვა ცხოველის მოკვლით უნდა არსებობდეს პატრონის ოჯახში - არ უნდა იყოს სახლში! უნდა იყოს თავისუფლებაზე! - თავის მიწაზე! ველურად! - ეხლა გეიგე?
:!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
პითონსაც უნდა ჭამა. ვინ დაიცავს პითონის უფლებას??????
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?