შიდა ქართლში აზიური ფაროსანას დამჭერი ხაფანგების განთავსებაზე პრაქტიკული სწავლება გაიმართა
შიდა ქართლში აზიური ფაროსანას დამჭერი ხაფანგების განთავსებაზე პრაქტიკული სწავლება გაიმართა
დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მცენარეთა მავნებლის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განსახორციელებლად პრაქტიკული სწავლების მორიგი ეტაპი შიდა ქართლის რეგიონში კახეთისა და შიდა ქართლის სპეციალისტებისთვის გაიმართა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, წამყვანი ამერიკელი ენტომოლოგების მონაწილეობით, გორის სოფელ კარალეთში, ვაშლის პლანტაციაში მავნებლის დამჭერი ხაფანგები (ფერომონები) განათავსეს. ტრენინგზე ყურადღება შხამ-ქიმიკატების გამოყენებისას უსაფრთხოების წესების დაცვაზეც გამახვილდა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ გიორგი იაკობაშვილმა განაცხადა, მოსახლეობის ინფორმირების მიმართულებით კამპანია აქტიურ ფაზაში შედის.
„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები სამეტაპიანია. პირველი და უმთავრესი ეტაპია მოსახლეობის ინფორმირება. ამ
მიმართულებით კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. ბრძოლის მეორე ეტაპი - მონიტორინგი - მავნებლის გავრცელების დადგენაში დაგვეხმარება.
აღნიშნულის მიზნით, მსოფლიოში ცნობილი ენტომოლოგები პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას უტარებენ ჩვენს სპეციალისტებს. მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება მესამე ეტაპის - უშუალოდ ბრძოლის ღონისძიებების ჩატარება", - აღნიშნა გიორგი იაკობაშვილმა.

სასოფლო-სამურნეო კულტურების ახალი ინვაზიური მავნებლის, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, ქართველ სპეციალისტებს გამოცდილებას პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპენციური მეხილეობის ენტომოლოგი გრეგორას კრავჩიკი და პროფესორი ალან შროდერი უზიარებენ.

„ხაფანგის საშუალებით ვატარებთ მონიტორინგს, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას, თუ რა რაოდენობის მავნებელია გავრცელებული რეგიონში. ხაფანგის საშუალებით დაჭერილი მწერის რაოდენობით შევძლებთ გავიგოთ, რა სახის დამატებითი ღონისძიება იქნება ჩასატარებელი მათ წინააღმდეგ. თუ მავნებლის პოპულაცია დაბალია, მაშინ წამლობის ჩატარების აუცილებლობა არ არის. დიდი რიცხოვნობის შემთხვევაში, სასწრფოდ უნდა მივიღოთ ზომები მათი პესტიციდების გამოყენებით გასანადგურებლად”, - განაცხადა გრეგორას კრავჩიკმა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?