კომპანია "Snake Catchers Adelaide"-ი ავსტრალიის ქალაქ ადელაიდის მცხოვრებლებს მათ სახლში შესული შხამიანი გველების მოცილებაში ეხმარება. იანვარში, ერთ-ერთი გამოძახებისას მათ მაკე გველი (Pseudonaja textilis) დაიჭირეს. სულ მალე მას კვერცხები უნდა დაედო.
გველდამჭერებს რომ არ მიესწროთ, კერძო სახლში შხამიანი გველები გამრავლდებოდნენ.
გველი გადაიყვანეს საშენში, სადაც კვერცხები დადო და მიატოვა ისინი (როგორც ეს ველურ ბუნებაში ხდება). კვერცხში ეს ქვეწარმავალი დაახლოებით 60 დღის
მარტის ბოლოს ერთმანეთის მიყოლებით 15 პატარა გველი გამოიჩეკა. უახლოეს დროს მათ ბუნებრივ არეალში გაუშვებენ, კერძოდ იქ, სადაც ადამიანები არ არიან.
იხილეთ ვიდეო