"Daily Mail"-ის ცნობით, მაიმუნი ბორნეოს ორანგუტანგების გადარჩენის ფონდის (The Borneo Orangutan Survival Foundation) აქტივისტებმა იხსნეს. ეკოლოგების სიტყვებით, ცხოველი პირველი ალბინოსია, რომლის განთავისუფლებაც შეძლეს.
ორანგუტანგს თეთრი კანი აქვს, ჭაღარა ბეწვი და ცისფერი თვალები, ასევე, ის ძალიან მგრძნობიარეა სინათლის მიმართ.
ფონდის თანამშრომლები გადარჩენილ ცხოველს და მის ჯანმრთელობას აკვირდებიან. მათი სიტყვებით, მაიმუნი შეიძლება მალე ბუნებრივ არეალში გაუშვან.
ბორნეოს კუნძული და სუმატრა ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც ეს ადამიანის მსგავსი მაიმუნები ბინადრობენ. სპეციალისტების შეფასებით, 2016