ინდოეთში “წმინდა” თხა-ციკლოპი დაიბადა (+ვიდეო)
ინდოეთში “წმინდა” თხა-ციკლოპი დაიბადა (+ვიდეო)
პატარა ინდურ სოფელში ხალხი ადგილობრივი საოცრების - თხა-ციკლოპის სანახავად მიედინება. ეს უიშვიათესი მანკია. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში უცნაური ისაა, რომ პატარა არ დაიღუპა სიცოცხლის პირველივე დღეს, როგორც ეს ხდება ხოლმე მსგავსი გადახრების დროს.

თხა-ციკლოპი ინდოეთის შტატ ასსამის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. მისმა პატრონმა ამ თხის მოვლენა დალოცვის ნიშნად მიიღო და ბევრმა ინდოელმა მისი ეს აზრი დაადასტურა. პატარა ერთი ყურით, ერთი თვალით, ერთი ნესტოთი და დეფორმირებული პირით ცნობილი გახდა და ბევრი თაყვანისმცემელი მიიზიდა.

ციკლოპია (ლათ. Cyclopia) - მანკი, როდესაც შუბლის შუა ნაწილში ერთ თვალბუდეში
ერთი ან ორი თვალის კაკალია (ციკლოპები იღუპებიან სიცოცხლის პირველივე კვირას).
Zooclub

ციკლოპიის მიზეზი ქრომოსომული მუტაციაა, მაგალითად
პატაუს სინდრომი, გარკვეული როლი შეიძლება, შეასრულოს ტოქსინებმა, რომლებიც დედამ ორსულობის დროს მიიღო. 2005 წელს აიდაჰოს შტატში ცხვრები მოწამლული მცენარეების გარემოცვაში დატოვეს, შემდეგ კი იმ ტერიტორიაზე 10 წლის განმავლობაში ცალთვალა კრავები იბადებოდნენ.

ასეთი სერიოზული პრობლემა ორგანიზმისთვის ზედმეტად მძიმეა და პრაქტიკულად ყველა ციკლოპი დაბადებიდან რამდენიმე საათში იღუპება. ინდოელი თხა გამონაკლისია. ის ქვეყანას 10 მაისს მოევლინა და თავს მშვენივრად გრძნობს. მას ისე კვებავენ, როგორც ჩვეულებრივ თხას, თუმცა, დეფორმირებული პირის ღრუ საკვების მიღებას აძნელებს.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?