მამაკაცმა ჩხრიალა გველის კოცნა სცადა და სიკვდილის პირას აღმოჩნდა
მამაკაცმა ჩხრიალა გველის კოცნა სცადა და სიკვდილის პირას აღმოჩნდა
"ფლორიდის შტატის მცხოვრებს ჩხრიალა გველმა უკბინა. მამაკაცმა გველის კოცნა სცადა", - "Mynews13.com"-ი იტყობინება.

მისმა მეგობარმა ჟურნალისტებს გაანდო, რომ დაზარალებული ნასვამი იყო. მან რომბისებური ჩხრიალა გველი ხელში აიყვანა და საკოცნელად დაიხარა. გველი მშვიდი ჩანდა, მაგრამ როგორც კი მასთან მიახლოებული სახე დაინახა, მაშინვე ენაზე უკბინა.

დაზარალებული საავადმყოფოში შვეულმფრენით გადაიყვანეს. იგი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

რომბისებური ჩხრიალა გველი შხამიანი გველია, რომელიც აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთაა გავრცელებული. სიკვდილიანობა კბენის შედეგად 10-30%-ს შეადგენს. ფლორიდის კანონი ჩხრიალა გველების ლიცენზიის გარეშე ყოლას კრძალავს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?