როგორ გადავაჩვიოთ კოღო კბენას
როგორ გადავაჩვიოთ კოღო კბენას
ნოტრ-დამის უნივერსიტეტის (CIF) მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კოღოს Anopheles gambiae ღამით სულ 10 წუთით ანთებული სინათლე უკარგავს კბენის სურვილს და მათ ხასიათსა და ფრენაზე მოქმედებს. ეს მწერები აფრიკაში მალარიის გამავრცელებლად ითვლებიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 212 მლნ. ადამიანი დაზარალდა ამ დაავადებით. ყოველ წელს მალარიით დაახლოებით 429 000 ადამიანი იღუპება.

მეცნიერების გუნდმა ჩაატარა ექსპერიმენტი. კოღოები თეთრი სინათლის ქვეშ 10 წუთით გააჩერეს. შემდეგ მკვლევარებმა გამოიკვლიეს მოცემული კოღოების ინტენსიობა შუქის დანათებისთანავე და ღამით დანათებიდან ყოველ 2 საათში. აღმოჩნდა, რომ ეს მწერები ნაკლებ სისხლს მოწყურებულები
იყვნენ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფი, რომელიც მუდმივად სიბნელეში იმყოფებოდა.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თუ კი ღამით, ყოველ 2 საათში ერთხელ ცოტა ხნით აანთებთ სინათლეს, მწერების კბენისგან თავს დაიცავთ.

კვლევა გრძელდება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?