სპილო მარათონში მონაწილე მორბენალს გაეკიდა (+ვიდეო)
სპილო ზიმბაბვეში მარათონის (ჩანჩქერი ვიქტორია) მონაწილეს გაეკიდა.

UPI-ს ცნობით, ცხოველი გავიდა გზაზე, სადაც მარათონელები დარბოდნენ. უეცრად მან დაიყვირა და ერთ-ერთი სპორტსმენის მიმართულებით გაიქცა. შეშინებულმა მამაკაცმა სირბილს უმატა, მაგრამ ბოლოს გზის პირას დაეცა. სპილომ მაშინვე დაკარგა მის მიმართ ინტერესი, შებრუნდა და გზის მეორე მხარეს ხეებს მიეფარა. მორბენალი წამოხტა და სირბილი გააგრძელა.

წელს ჩანჩქერი ვიქტორიას სახელობის მარათონი 10-ჯერ გაიმართა. მასში სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 2 500 მორბენალი მონაწილეობდა. მარშრუტი გადიოდა ზიმბაბვესა და ზამბიის ტერიტორიაზე და მდინარე ზამბეზის ხიდით იკვეთებოდა. ეს ხიდი სწორედ ვიქტორიას
ჩანჩქერის ქვეშ გადიოდა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?